საფრანგეთის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ლიგა 1-ის ორგანიზატორებმა სეზონი შეიძლება ითქვას, უკვე შეაჯამეს და მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინეს.
2016-2017 წლების სეზონის სიმბოლურში „მონაკოს“ ფეხბურთელთა დომინირება აღინიშნება და ეს ბუნებრივიცაა - „თავადები“ ხომ ძალზე ახლოს არიან ლიგა 1-ში ჩემპიონობასთან.
სხვა მხრივ კი, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:
მეკარე: დანიელ შუბაშიჩი („მონაკო“)
მცველები: ჯიბრილ სიდიბე („მონაკო“), კამილ გლიკი („მონაკო“), ტიაგო სილვა (პსჟ), ბენჟამენ მენდი („მონაკო“)
ნახევარმცველები: ბერნარდო სილვა („მონაკო“), ფაბინიო („მონაკო“), მარკო ვერატი (პსჟ)
თავდამსხმელები: ფლორენ ტოვინი („მარსელი“), ედინსონ კავანი (პსჟ), კილიან მბაპე („მონაკო“)