ფეხბურთი

18:21 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რედნაპს ბირმინგემში გარჯა დაუფასეს

ინგლისელი სპეციალისტი ჰარი რედნაპი “ბირმინგემ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 70 წლის რედნაპს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბირმინგემელთა სათავეში ჯანფრანკო ძოლა შეცვალა და გუნდს ჩემპიონშიფში ადგილი შეანარჩუნებინა, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

რედნაპს “ბირმინგემში” გასულ თვეში უხმეს, როცა გუნდი დაქვეითების საფრთხის წინაშე იდგა, მისი ხელმძღვანელობით კი სამი თამაშიდან ორი მოიგო და 2016-2017 წლების სეზონი 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზე დაასრულა.

0.115187