ტურინის “იუვენტუსის” აღმასრულებლები ფაბიო პარატიჩი და ბეპე მაროტა გერმანიაში ჩავიდნენ და “ბაიერნის” ხელმძღვანელობას ესტუმრენ, რათა მედჰი ბენათიასა და კინგსლი კომანის ბედი გადაწყვიტონ. როგორც მოგეხსენებათ, გერმანულ კლუბს ამ უკანასკნელის გამოსყიდვა სურს.
არსებული ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობის ინტერესთა არეალში ბრაზილიელი მოთამაშე დუგლას კოსტა მოექცა და “იუვენტუსი” 26 წლის გარემარბისთვის 3-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.
დუგლას კოსტამ გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, მიმდინარეში კი, ხშირი ტრავმიანობის გამო, თავის დიდად გამოჩენა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი “ბაიერნის” შემადგენლობაში 2015-2016 წლების სეზონში გადავიდა და დღემდე 83 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.