ისტორია

9:50 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

12 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1961 - გაიხსნა თბილისის სპორტის სასახლე.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1900- შოტლანდიის უძველესი კლუბი, “ქუინზ პარკ რეინჯერსი” (დაარსდა 1867 წელს) ქვეყნის საფეხბურთო ლიგაში გაწევრიანდა.

1913- ამერიკელმა ჰარი გრინმა მარათონულ გარბენში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (2:38:16.2).

1958- უნგრელი ფორვარდი, ფერენც პუშკაში მადრიდის “რეალში” გადავიდა.

1961- მიხაილ ბოტვინიკი ჭადრაკში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

  1. გაიხსნა თბილისის სპორტის სასახლე.

1974- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ბოსტონ სელტიკსმა” “მილუოკი ბაქზი” დაამარცხა და ნბა-ს რიგით ოცდამერვე ჩემპიონი გახდა.

1974- დენის ლოუ, შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრებში 54-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც სკოტთა ეროვნულ გუნდში გამოსვლათა რაოდენობის რეკორდი დამყარა.

1976- ინგლისელი მომღერალი Eელტონ ჯონი საფეხბურთო კლუბ “უოტფორდის” პრეზიდენტი გახდა.

1976- ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, მიუნხენის “ბაიერნმა” გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” 55 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “სენტ-ეტიენი” 1:0 დაამარცხა და თასი მოიპოვა. გოლი როტმა გაიტანა. “ბაიერნი” (გუნდს დიტმარ კრამერი წვრთნიდა): მაიერი, ჰანსენი, შვარცენბეკი, ბეკენბაუერი, ჰორსმანი, როტი, დიურნბერგერი, კაპელმანი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, მიულერი, ჰიონესი. “სენტ-ეტიენი”: ჩურკოვიჩი, რეპელინი, პიაცა, ლოპესი, ჟანვიონი, ბატენეი, სანტინი, ლარკე, პ. რეველი, ე. რეველი, სარანინია (როშტო).

1977- თბილისის “დინამომ” იუგოსლავიური საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას “მარიბორს” 2:1 მოუგო. “დინამოელთაგან” გოლები მანუჩარ მაჩაიძემ და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს.

1982- თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, “ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” 100 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ლიეჟის “სტანდარდი” 2:1 დაამარცხა. გოლები სიმონსენმა და ქუინმა (“ბარსელონა”) და ვანდერმისენმა (“სტანდარდი”) გაიტანეს. “ბარსელონა”: ურუტი, ხერარდო, მიგუელი, ალესანკო, მანოლო, სანჩესი, მორატილია, ესტებანი, სიმონსენი, ქუინი, კარასკო. “სტანდარდი”: პრიუდომი, გერეტსი, პოელი, მეუვსი, პლესერსი, ვანდერმისენი, დაერდენი, ჰაანი, ბოტერონი, ტაჰამატა, ვენდტი. ამ ტურნირის ნახევარფინალში, “სტანდარდმა” თბილისის “დინამო” დაამარცხა (თბილისშიც და ლიეჟჟიც ბელგიელებმა 1:0 მოიგეს).

1982- აშშ-ში ქვეყნის საფეხბურთო ლიგა ჩამოყალიბდა.

1985- ინგლისური მესამედივიზიონური კლუბების “ბრედფორდისა” და “ლინკოლნის” მატჩის მსვლელობისას სტადიონზე გაჩენილმა ხანძარმა 52 გულშემატკივრის სიცოცხლე შეიწირა.

1993- თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, “პარმამ” ლონდონის “უემბლიზე” 37 500 მაყურებლის თანდასწრებით, “ანტვერპენი” 3:1 დაამარცხა. გოლები მინოტიმ, მელიმ და კუოგიმ (“პარმა”) და სევერინსიმ (“ანტვერპენი”) გაიტანეს. “პარმა”: ბალოტა, ბენარივო, დი კიარა, მინოტი, აპოლონი, გრიუნი, მელი, სორატო (პინი), ოსიო (პიცი), კუოგი, ბროლინი. “ანტვერპენი”: სტოიანოვიჩი, კიეკენსი, ბროევარტი, ტაემანსი, შმიდტსი, იაკოვლევიჩი (ვან ვეიდერგენი), ვან რეტი, სეგერსი (მუკრიმი), სევერინსი, ლენჰოფი, ჩერნიატინსკი.

1995- გოლკიპერმა მარტინ ბროდომ ჰოკეის ეროვნული ლიგის რეკორდი დაამყარა. მან ფლეი-ოფის სამ მატჩში კარი მშრალად შეინახა.

1995- ინგლისურ პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გერმანელმა ფორვარდმა იურგენ კლინსმანმა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.

1997- გარი კასპაროვმა კომპიუტერ Dეეპ Bლუე-სთან საჭადრაკო მატჩი წააგო.

1999- UEFA-ს თასის გათამაშების ფინალში, “პარმამ” მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე, 61 მაყურებლის თანდასწრებით, მარსელის “ოლიმპიკს” მოუგო (3:0) და საპატიო პრიზი დაისაკუთრა. გოლები კრესპომ, ვანოლიმ და კიეზამ გაიტანეს. “პარმა” (გუნდა ალბერტო მალესანი წვრთნიდა): ბუფონი, ტურამი, სენსინი, კანავარო, ვანოლი, ბოგოსიანი, დინო ბაჯო, ფუზერი, ვერონი (ფიორე), კიეზა (ბალბო), კრესპო (ასპრილია). “ოლიმპიკი”: პორატო, ბლონდო, ბლანი, დომორო, ედსონი (ტიტი კამარა), ისა, ბრანდო, ბრავო, გურვენეკი, პირესი, მორისი.

2005- ამერიკელმა ბიზნესმენმა მალკოლმ გლეიზერმა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე კლუბ “ტამპა ბეის” მფლობელია, “მანჩესტერ იუნაიტედის” აქციათა 70% იყიდა.

2012- ლეო მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 50-ე გოლი გაიტანა და ერთბაშად 2 რეკორდი გააუმჯობესა. ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის, “პიჩიჩის” რეკორდი მანამდე კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა (41 გოლი), “ოქროს ბუცის” მფლობელთაგან კი ყველაზე შედეგიანები რუმინელი დუდუ ჯორჯესკუ (47) და არგენტინელი ექტორ იასალდე (46) იყვნენ.

2013- ფრენკ ლამპარდის დუბლმა, “ჩელსის” “ასტონ ვილასთან” გაამარჯვებინა. თავად ლამპარდისთვის, ეს გოლები “ჩელსის” მაისურით 202-ე და 203-ე გამოდგა. ფრენკმა რეკორდი დაამყარა, ლეგენდარულ ბობი ტამბლინგს ერთით გაუსწრო და “არისტოკრატთა” ყველა დროის მთავარმეგოლე გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1908- ალეხანდრო სკოპელი. 1920-30-იან წლებში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. ერთი მატჩი ჩატარებული აქვს იტალიის ნაკრებშიც.

1918- ფრედი ბიკელი. 1930-50-იან წლებში შვეიცარიის ნაკრებისა და ციურიხის “გრასჰოპერსის” ფორვარდი. კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს 900-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრა (ნაკრებში ჩაატარა 71 მატჩი). ამ მატჩებში გაიტანა 500-ზე მეტი გოლი (ნაკრებში გაიტანა 15 ბურთი). შვეიცარიის ცხრაგზის ჩემპიონი და ეროვნული თასის შვიდგზის მფლობელი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე.

1926- მანო (ამადეო) კარისო. არგენტინის ნაკრებისა და Bბუენოს აირესის “რივერ პლეიტის” მეკარე. არგენტინის რეკორდსმენი ზედიზედ ჩატარებულ მატჩთა (769) რაოდენობით. არგენტინის ხუთგზის (1952, 1953, 1955, 1956, 1957) ჩემპიონი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი. გამოირჩეოდა თამაშის ორიგინალური სტილით – ხშირად გადიოდა საჯარიმო მოედნის გარეთ და მცველის ფუნქციებსაც ასრულებდა. ფიფასთან არსებულმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მანო კარისო მეოცე საუკუნის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.

1930- პეტ მაკორმიკ-კელერი. სამ და ათი მეტრის კოშკურიდან წყალში ხტომაში 1952 და 1956 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული აქვს ოქროს ოთხი მედალი.

1946- ჟორჟ ბერეტა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების, “სენტ-ეტიენისა” და მარსელის “ოლიმპიკის” ფეხბურთელი. საფრანგეთის ექვსგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.

1948- იოსიპ კატალინსკი. 1970-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრების ნახევარმცველი. ნაკრების 41 მატცში გაიტანა 10 გოლი. 1974 წელს დაასახელეს იუგოსლავიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1950- რენატე სტეჩერ-მაისნერი (გდრ). ქალთა შორის სპრინტერულ გარბენში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1950- შოზო ფუჯი. იაპონელი ძიუდოისტი. ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

1951- გუნარ ლარსონი. შვედი 200 და 300 მეტრზე მოცურავე. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1951- ჯორჯ კარლი. ნბა-ს კლუბების “კლივლენდის”, “გოლდენ სტეიტის”, “სიეტლის”, “მილუოკის”, “დენვერის” მწვრთნელი. სიეტლელები 1996 წელს ნბა-ს ფლეი-ოფის ფინალში გაიყვანა. ასოციაციის მატჩებში მოპოვებული აქვს 900 მოგებაზე მეტი.

1953- ფრანსისკო ურუტი. გასული საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესი ესპანელი საფეხბურთო მეკარე. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. 1984 წელს დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მეკარედ. ესპანეთის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი.

1960- ლიზა მარტინი. ავსტრალიელი მარათონელი ქალი. მონაწილეობა მიიღო სამ ოლიმპიადაზე და 1988 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1975- ჯონა ლომუ. ახალ ზელანდიელი მორაგბე. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. 2007 წელს შეიყვანეს რაგბის “დიდების დარბაზში”.

1977- ივა მაიოლი. იუგოსლავიელი (ხორვატი) ჩოგბურთელი. 1997 წელს ქალთა ერთეულთა თანრიგში საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო (ფინალში მარტინა ჰინგისი დაამარცხა). კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 4 მილიონ 405 ათასი დოლარი.

1983- ალინა კაბაევა (რუსეთი). მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონი (2004). 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

0.114288