ფეხბურთი

0:31 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

„იუნაიტედი“ ლუკაკუს უმიზნებს

„ევერტონის“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს დამატება „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მძიმე ტრავმამ, ჟოზე მოურინიოს მაღალი დონის ფორვარდის შეძენა გადააწყვეტინა და უმთავრეს სატრანსფერო სამიზნედ ბელგიელ ფორვარდს მოიაზრებს.

23 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მისი სამსახურით უკვე ბევრი ძლიერი კლუბი ინტერესდება. მან მიმდინარე პრემიერლიგის 35 მატჩში 24 გოლი გაიტანა და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

რომელუს „ევერტონთან“ მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

0.116859