ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.
ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება შეძლო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავეს 15:12 აჯობა.
12 მაისიდან ორთაბრძოლები უკვე უფროსი ასაკის პარამოფარიკავეთა შორის გაიმართება, სადაც მედლებისთვის ბრძოლაში ნინა თიბილაშვილთან ერთად ირმა ხეცურიანიც იასპარეზებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესამსახური