ალჟირის ნაკრების და „ლესტერის“ ერთ-ერთ ლიდერს რიად მაჰრეზს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს - იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული და „კინგ პაუერ სთედიუმის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს, რადგან უმაღლესი მიზნების მქონე კლუბში თამაში სურს.
ცნობისთვის, პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის საუკეთესო მოთაშეს „ლესტერთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მაჰრეზმა მიმდინარე სეზონში „მელიების“ მაისური 45-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.