ფეხბურთი

21:30 | 10.05.2017 | ნანახია 2023 - ჯერ

"ვესტ ჰემის" გულშემატკივრებმა ანტონიო გამოარჩიეს, ფეხბურთელებმა - ლანცინი

27 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მაიკლ ანტონიო "ვესტ ჰემის" გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე გასული არგენტინელი ნახევარმცველი მანუელ ლანცინი ფეხბურთელებმა გამოარჩიეს. სამხრეთამერიკელმა 2016/17 წლების სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, გულშემატკივრები 8-ჯერ გაახარა და თანაგუნდელებს ორჯერ გაატანინა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.12872