“სან ანტონიოს” ლიდერმა კავაი ლეონარდმა“ჰიუსტონთან” მოგებულ მატჩში (110:107) ტრავმა მიიღო, თუმცა დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და კალათბურთელი მეექვსე შეხვედრაში თამაშს შეძლებს.
“ფეხის მცირე ტრავმა მივიღე, ოვერტაიმში ჩემს გუნდს ვერ დავეხმარე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მეექვსე შეხვედრაში ვითამაშებ”- განაცხადა კავაიმ.
შეგახსენებთ, რომ სერიას “სან ანტონიო” 3:2-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა ჰიუსტონში 12 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.