მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელმა ენდი მარეიმ მადრიდის მასტერსის 1/16-ფინალში რუმინელი მარიუს ჩოპილი 6:4, 6:3 დაამარხა. შეხვედრამ საათსა და 24 წუთს გასტანა.
ენდიმ ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, ისე რომ მეტოქეს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პინტიც კი არ ჰქონია.
მარეი მომდევნო ეტაპზე ჩორიჩი-ერბერტის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.
მადრიდის მასტერსის მთლიანი საპრიზო ფონდი 9.5 მილიონს ევროს შეადგენს.