ფეხბურთი

22:59 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" მეხუთედ მოიგო, "შუქურას" კვლავ ვერ გააქვს 

ქუთაისის "ტორპედომ" შინ 1:0 მოუგო აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" და ეროვნულ ლიგაში მეხუთე მოგება მიითვალა. იოლად არ გაუმარჯვია კახა ჩხეტიანის გუნდს. სათამაშო უპირატესობისა და საგოლე მომენტების მიუხედავად, 63-ე წუთამდე გოლი ვერ გაიტანეს. კარგად თამაშობდა სტუმართა მეკარე ილია სტურუა.

ერთადერთი ბურთი თორნიკე კაპანაძემ მიითვალა გრიგოლ დოლიძის გარღვევისა და პასის შემდეგ.

"შუქურას" ჯერ არ მოუგია და ბოლო შვიდ მატჩში გოლიც არ გაუტანია. სხვათა შორის, დღეს ზედ საფინალო სასტვენის წინ ჰქონდათ მშვენიერი შანსი. კუთხური, სანდრო გურულის პასი და რომან ჩაჩუამ კარგად ვერ დაარტყა.

ტორპედო (ქუთაისი) - შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)

ტორპედო: რ.კვასხვაძე, ხურცილავა, ადამაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი (კაპანაძე 46), გიგაური, კუხიანიძე, ტაბატაძე (ტუღუში 56), დოლიძე, საბანაძე (საღრიშვილი 67)

შუქურა: სტურუა, კალანდაძე, მახარაძე, დაგარგულია (ართმელაძე 46), ჩაჩუა, კუტალია, კლიმიაშვილი, საბაძე, გურული, მამულაშვილი, შალამბერიძე

გოლი: 1:0 კაპანაძე (63)

გაფრთხილება: შალამბერიძე (58), ტუღუში (71), ჩაჩუა (88)

მსაჯი: მაჭარაძე

0.118592