ავადსახსენებელი მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი ქართულმა საზოგადოებამ უკვე განიცადა და განსხვავებულად შეაფასა კიდეც. ოდიოზური რუსი ყოფილი ჩონოსნის ჩამოსვლის მიზეზთაგან ისიც დასახელდა, რომ თითქოს ლუჟკოვს ერთ-ერთი ქართული საფეხბურთო კლუბის შეძენა ჰქონდეს გადაწყევტილი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისელმა მეხაშემ, პატივცემულმა ვაჟა გურამიჩმა განაცხადა, რომ თუკი ლუჟკოვი ქუთისის “ტორპედოს” იყიდის, კოლეგებს – მეხაშეებს, ბარმენებს, მებუფეტეებსა და მემწავდეებს მოუწოდებს, რომ ლუჟკოვს ხუთჯერ ძვირად მოემსახურონ და პროდუქციის ხარისხიც ხელოვნურად დააგდონ.
ხოლო ზესტაფონთან გაიხსნება საყავე-სახაჭაპურე სახელად “ცეცხლი და ნავთი”, რომელიც უშუალოდ პატივცემულ ლუჟკოვსა და მის თანმხლებ პირებს მოემსახურება. ისე, ვის ვის და რუსებს ცეცხლი და ნავთი ნამდვილად არ აკლიათ. ეგ ნავთია რაცაა...