1945 – დაიბადა იუპ ჰაინკესი. გფრ-ის ნაკრების რიგებში ევროპისა (1972) და მსოფლიოს (1974) ჩემპიონი. ნაკრების 39 მატჩში გაიტანა 14 გოლი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” და “ჰანოვერში”. 1975 წელს მოიპოვა უეფას თასი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოთხგზის ჩემპიონი (1971, 1975, 1976, 1977) და თასის მფლობელი (1973). 1974 და 1975 წლებში გახდა პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ბუნდესლიგის 369 მატჩში გაიტანა 220 გოლი. წვრთნიდა “ბორუსიას”, მიუნხენის “ბაიერნს”, ბილბაოს “ატლეტიკს”, ‘აინტრახტს”, “ტენერიფეს”, მადრიდის “რეალს”, “ბენფიკას”, “შალკეს”. “რეალთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (1998), “ბაიერნს” კი სამჯერ გერმანიის ჩემპიონობა მოაპოვებინა (1989, 1990, 2013) და ჩემპიონთა ლიგა (2013) მოაგებინა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1958 - საბჭოთა დიდოსტატი მიხაილ ბოტვინიკი ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1971 - ელიზაბეტ ბონერმა ქალთა მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:01:42).
1975 - ბრაიან ოლდფილდმა ბირთვის კვრაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (22.86 მ).
1978 - ეინდჰოვენის პსვ-მ უეფა-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში “ბასტია” 3:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა) და საპატიო თასი მოიპოვა. გოლები ვან დერ კერკჰოფმა, დეიკერსმა და ვან დერ კუილენმა გაიტანეს. პსვ: ვან ბევერენი, კრიგი, სტევენსი, ვან კრაი (დისი), ბრანდტსი, ვილი ვან დერ კერკჰოპი, პოორტვლიე, ვან დერ კუილენი, ლუბსე, დეიკერსი, რენე ვან დერ კერკჰოპი. ბასტია: იარდი (ველერი), მარკიონი, ორლანდუჩი, გუესდონი, კაზე, ლაკუესტა, ლარიოსი, პაპი, რეპი, კრინაუ, მარიო (დე ზებრი).
1979 - უეფა-ს თასის გათამაშების ფინალის პირველ მატჩში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდამ” მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” იუგოსლავიის დედაქალაქში, 87 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ფრედ 1:1 ითამაშა. პირველ ტაიმში გოლი მასპინძელმა შესტიჩმა გაიტანა, შესვენების შემდეგ კი, იურისიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
1984 - უეფა-ს თასის ფინალის პირველ მატჩში, ბრიუსელში “ანდერლეხტმა” და “ტოტენჰემმა” 1:1 ითამაშეს. გოლები მილერმა (“ტოტენჰემი”) და ოლსენმა (“ანდერლეხტი”) გაიტანეს. “ანდერლეხტი”: მუნარონი, გრიუნი, დე გრეეფი, ოლსენი, ჰოფკენსი, ვანდერეკენი, შიფო, ბრილი, ვანდერბერგი (არნესენი), ჩერნიატინსკი, ვერკაუტერენი. “ტოტენჰემი”: პარკსი, ტომასი, რობერტსი, ჰაფტონი, პერიმანი, მილერი, სტევენსი (მაბუტი), ჰაზარდი, გელვინი, არჩიბალდი, ფალკო.
1984 - “ჩიკაგომ” და “მილუოკიმ” ბეისბოლში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩაატარეს. შეხვედრა 8 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა.
1990 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გენუის “სამპდორიამ” გეტებორგის “ულევის” სტადიონზე 20 ათასი მაყურებლის თანდასწრებით დამატებით დროში “ანდერლეხტი” 2:0 დაამარცხა და საპატიო პრიზი დაისაკუთრა. ორივე გოლი ჯანლუკა ვიალიმ გაიტანა. “სამპდორია”: პალიუკა, ლ. პელეგრინი, მანინი, ვიერხოვოდი, კარბონი, პარი, კატანეცი (სალსანო), ინვერნიცი (ლომბარდი), დოსენა, ვიალი, მანჩინი. “ანდერლეხტი”: დე ვილდე, გიანი, მარშოლი, კეში, კოიმანი, ვეერვორტი, მუსონდა, გუდიონსონი, იანკოვიჩი (ოლივეირა), დეგრიზი (ნილისი), ვან დერ ლინდენი.
1993 - ფორმულა1-ია მონტმელეს (ესპანეთი) გრან-პრი ალენ პროსტმა (“უილიამსი”) მოიგო.
2001 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანის გუნდს 1:0 მოუგო. გოლი ზურაბ იონანიძემ გაიტანა. მატჩი ქუთაისში ჩატარდა და მას 12 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2005 - მოთამაშე-მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ფიმაგუსტას “ანორთოსისი” გახდა.
2001 - განის დედაქალაქ აკრაში ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის გუნდების “ჰარტ ოფ ოუკისა” და “აშანტი კოტოკოს” მატჩის დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად 123 გულშემატკივარი დაიღუპა.
2005 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის საუკეთესო მოთამაშედ კანადელი სტივ ნეში დაასახელეს.
2006 - წლის საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელად, პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ, ლონდონის “ჩელსის” იმჟამინდელი თავკაცი, ჟოზე მოურინიო დაასახელეს.
2009 - “ვილიარეალთან” მოგების შემდეგ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.
2009 - საქართველოს 21 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მადრიდში ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუმინეთთან 20:27 წააგო.
2010 - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ტუნისის “დიდი პრიზი” მესამე საპრიზო ადგილით დაასრულეს.
2010 - საკალათბურთო ევროლიგის ფინალში პარიზში “ბარსელონამ” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” 86:68 მოუგო და მეოთხედ მოიპოვა კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მთავარი პრიზი.
2010 - ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონი ლონდონის “ჩელსი” გახდა. გუნდს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1892 - ჟამ დე ბი. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მეკარე. 1924 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ბელგიის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი.
1928 - რიჩარდ “პანჩო” გონსალესი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებული (1948, 1949).
1928 - ბარბარა სკოტი. კანადელი ყინულზე ციგურებით ფიგურული მოსრიალე. ზამთრის ოლიმპიური თანაშების ჩემპიონი.
1932 - ხავიერ “ნენე” ამბროისი. ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. გუნდის 31 მატჩში გაიტანა 16 გოლი. ურუგვაის ოთხგზის ჩემპიონი.
1936 - ტერი დაუნსი. საშუალო წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის 1961-1962 წლების მსოფლიო ჩემპიონი.
1939 - რალფ ბოსტონი. სიგრძეზე ხტომაში, 1960, 1964, 1968 წლებში მოგებული აქვს ოლიმპიური ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.
1945 - იუპ ჰაინკესი. გფრ-ის ნაკრების რიგებში ევროპისა (1972) და მსოფლიოს (1974) ჩემპიონი. ნაკრების 39 მატჩში გაიტანა 14 გოლი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” და “ჰანოვერში”. 1975 წელს მოიპოვა უეფას თასი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოთხგზის ჩემპიონი (1971, 1975, 1976, 1977) და თასის მფლობელი (1973). 1974 და 1975 წლებში გახდა პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ბუნდესლიგის 369 მატჩში გაიტანა 220 გოლი. წვრთნიდა “ბორუსიას”, მიუნხენის “ბაიერნს”, ბილბაოს “ატლეტიკს”, ‘აინტრახტს”, “ტენერიფეს”, მადრიდის “რეალს”, “ბენფიკას”, “შალკეს”. “რეალთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (1998), “ბაიერნს” კი სამჯერ გერმანიის ჩემპიონობა მოაპოვებინა (1989, 1990, 2013) და ჩემპიონთა ლიგა (2013) მოაგებინა.
1952 - ზდენეკ ნეჰოდა. ჩეხოსლოვაკიელი ფეხბურთელი. 1976 წლის ევროპის ჩემპიონი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 90 მატჩი, გაიტანა 31 გოლი. 1978 და 1979 წლებში დაასახელეს ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო ფეხბურთელად. ევროპია 1980 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1981 წელს მიიწვიეს ევროპის ნაკრებში. ჩეხოსლოვაკიის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი.
1954 - ბალაშ ტაროცი. უნგრელი ჩოგბურთელი. ევროპის ჩემპიონი.
1957 - კლაუდიო ლოტიტო. 2004 წლიდან რომის “ლაციოს” მეპატრონე და პრეზიდენტი.
1957 - ფულვიო კოლოვატი. იტალიის ნაკრების, “მილანის”, “ინტერის”, “უდინეზეს”, “რომას”, “ჯენოას” მცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 50 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. “მილანთან” ერთად 1979 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი.
1958 - ესკო რეჰარდი. ფინელი აფროსანი. 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1964 - მიროსლავ მეჩირი. ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1968 - მარი-ჟოზე პერესი. ფრანგი მძლეოსანი. 200 და 400 მეტრზე რბენაში 1996 წლის ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
1969 - რონი გასპერჩიჩი. ბელგიის ეროვნული ნაკრების, “ბეტისის,” “ალავესის,” “ალბასეტესა” და “გენკის” ფეხბურთელი.
1971 - დონ ჰათჩისონი. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების, “სანდერლენდის,” “შეფილდ უენსდეისა” და “ვესტ ჰემის” ფეხბურთელი.
1977 - მარეკ იანკულოვსკი. ოსტრავას “ბანიკის”, “ნაპოლის”, “უდინეზესა” და “მილანის” ფეხბურთელი. მილანელთა რიგებში გამოსვლისას 2007 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. 2008 წელს დაასახელეს ჩეხიის საუკეთესო მოთამაშედ.
1978 - ლეანდრო კუფრე (არგენტინა). “სიენასა,” “რომას” და “მონაკოს” ფეხბურთელი.
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1982 - ჟილ ვილნევი. “ფორმულა-1”-ის კანადელი მრბოლელი.
1986 - თენსინგ ნორგეი. ნეპალელმა მთამსვლელმა ედმუნდ ჰილარისთან ერთად პირველად დადგა ფეხი პლანეტის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე.