მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონობა მამას, ამირანს მიუძღვნა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ჯანომ თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ ჩემპიონობა მამას მიუძღვნა.
„მამა, ეს გამარჯვება შენ გეძღვნება - ყოველთვის დარჩები ჩემს გულში“, - წერს ანანიძე.
შეგახსენებთ, „სპარტაკმა“ ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა და რუსეთის ჩემპიონი 2001 წლის შემდგომ პირველად გახდა. შესაბამისად, ეს ჯილდო ქართველის კარიერაშიც პირველია „სპარტაკში“ თამაშისას. ისე კი, „როსტოვის“ რიგებში რუსეთის თასი აქვს მოგებული.