ფეხბურთი

10:26 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძეს მანქანა და მართვის მოწმობა ჩამოართვეს

ლევან მმჭედლიძე მანქანისა და მართვის მოწმობის გარეშე დარჩა - Iltirreno.gelocal.it-ის ინფორმაციით, „ემპოლის“ ქართველი თავდამსხმელი მანქანით მოძრაობდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა და საბუთების წარდგენა სთხოვა.

ლევანს რუსეთში აღებული მართვის მოწმობა და საქართველოში გაფორმებული მანქანა (Range Rover sport) აღმოჩანდა. იტალიაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, 2006 წლიდან მძღოლი ვალდებულია იტალიის მართვის მოწმობა ჰქონდეს.

ლევანს, გარდა იმისა, რომ მანქანა და მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწია. როგორც ცნობილი ხდება, მას დაკარგულის დაბრუნება გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელი ტრავმას მკურანლობს და ჯერჯერობით უცნობია მოასწრებს თუ არა, გამოჯანმრთელებას იტალიის სერია A-ს XXXVI ტურის მატჩისთვის.

0.114704