ფეხბურთი

11:00 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

90 წუთი კარდიფამდე

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა - „იუვენტუსი“ ან „მონაკო“.

კარდიფთან გაცილებით ახლოს ამჟამინდელი მდოგმარეობით „იუვეა“, რომელმაც ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი ჯერ კიდევ პირველ მატჩში გადადგა, როცა მეტოქეს გონსალო იგუაინის დუბლით აჯობა. მიუხედავად ამისა, იტალიური და ფრანგული კლუბის წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ წინ მეორე მატჩია. ისე კი, სტატისტიკა „მონაკოს“ კარგს არაფერს უქადის და ამაზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

წინა დუელის შემდეგ ორივე გუნდმა შიდა ჩემოიონატში ჩაატარა თავიანთი შეხვედრები: „იუვენტუსმა“ ტურინულ დერბში „ტორინოს“ ვერაფერი დააკლო და მეტიც, მარცხს მსაჯის კომპესირებულ დროში გადაურჩა გონსალო იგუაინის გოლით. „მონეგასკებმა“ კი, საფრანგეთის ჩემპიონობისკენ მორიგი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგეს და სტუმრად „ნანსი“ გაანადგურეს - 3:0.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი თითქმის დანაკლისის გარეშე ხვდება: მასიმილიანო ალეგრი დანიელე რუგანისა და მარკო პიაცას მოისაკლისებს. მცირე ტრავმები აწუხებდათ იგუაინსა და პაულო დიბალას, თუმცა თუ თავად ალეგრის დავუჯერებთ, არგენტინელები მოედანზე გავლენ. თავის მხრივ, ლეონარდო ჟარდიმის განკარგულებაში მხოლოდ ბოსკილია არ იქნება. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა მარცხენა მცველი მენდი, თუმცა რამდენად ვიხილავთ მას სასტარტოში, ამას საღამოს გავიგებთ.

აქამდე მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, როდესაც პირველ მატჩში სტუმრად გამარჯვებული გუნდი ტურნირს გამოეთიშა: 1995-1996 წლების სეზონის ნახევარფინალში „აიაქსმა“ ათენში „პანათინაიკოსს“ 3:0 აჯობა, ხოლო მანამდე შინ 0:1 ჰქონდა წაგებული. 2010-2011 სეზონშ კი, „ბაიერნმა“ „ინტერს“ 1:0 აჯობა მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში იტალიაში, თუმცა შინ 2:3 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

რაც შეეხება უშუალოდ 2:0 ანგარიშს - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველ მატჩში სტუმარმა გუნდმა 2:0 სამჯერ მოიგო და სამჯერვე ფინალში გავიდა. მათ შორის, 2010-2011 წლების სეზონში დაფიქსირდა ორჯერ მსგავსი ანგარიში: „ბარსელონამ“ „რეალს“, ხოლო „მანჩესტერმა“ „შალკეს“ აჯობა და ფინალშიც კატლონელები და ესპანელები გავიდნენ. იგივე მაჩვენებელია ჩემპიონთა თასზეც: სამიდან სამივე შემთხვევაში ფინალში სტუმრად გამარჯვებული გუნდი გავიდა.

მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი): „მონაკოს“ დასაკარგი არაფერი აქვს და შეუძლია მშვიდად ითამაშოს. შეგვიქმნას პრობლემები, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით შეტევის ხაზში. უნდა ვითამაშოთ აგრესიულად თუ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ.

იმაზე უკეთ უნდა ჩავატაროთ დღევანდელი თამაში, ვიდრე ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ - მონაკოში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. პირველი შეხვედრის შედეგი კი, ბევრს არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ წინ კიდევ 90 წუთია კარდიფსა და ჩვენს შორის. შესაბამისად, ფინალის საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელია“.

ლეონარდო ჟარდიმი („მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი): „იუვენტუსმა“ პირველ თამაშში პრობლემები შეგვიქმნა, ასე რომ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ რაღაც. დანი ალვეშმა დიდებული თამაში აჩვენა, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან დიდი ფეხბურთელია და ამ ტიპის შეხვედრებს მიჩვეულია.

ზოგადად, „იუვე“ შესანიშნავი გუნდია და წარმატების მიღწევა თუ გვსურს, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ - ბევრს ველით ფალკაოსგან. რაც შეეხება მენდის, იგი 100%-ით მზად არაა სათამაშოდ და ეს გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული“.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტურინი, „იუვენტუს სთედიუმი“

9 მაისი, 22:45 საათი

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ხედირა; კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„მონაკო“ (4-4-2): შუბაშიჩი; მენდი, ჟემერსონი, გლიკი, სიდიბე; ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი; მბაპე, ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ურთიერთშეხვედრები

„იუვენტუსი“ და „მონაკო“ პლეი-ოფის სტადიაზე აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. 1997-1998 წლების სეზონში, ასევე ნახევარფინალურ ეტაპზე. მაშინ „იუვემ“ შინ 4:1 მოიგო ალესანდრო დელ პიეროს ჰეთ-თრიქითა და ზინედინ ზიდანის გოლით, ხოლო სტურმად მხოლოდ 2:3 წააგო და ფინალში გავიდა.

1998 წლის 1 აპრილს, ტურინში გუნდებმა შემდეგი შემაგდენლობით ითამაშეს:

იუვენტუსი“: პერუცი, ტორიჩელი (კონტე 59), მონტერო, იულიანო, პესოტო (ბირინდელი 46), დი ლივიო (ტაკინარდი 66), დავიდსი, დეშამი, ზიდანი, დელ პიერო, ინძაგი

მონაკო“: ბარტეზი, სანიოლი, კონიჩი, კრისტანვალი, მარტინი (ანრი 68), ჯეტუ, დიავარა, პინიოლი(კოშტინია 38), ბენარბია (კარნო 74), იკპება, ტრეზეგე

მეორე ორმატჩიანი დუელი კი, ორი წლის წინ, მეოთხედფინალურ ეტაპზე შედგა. გამარჯვებული ამჯერადაც „ბებერი ქალბატონი“ გამოვიდა, ორი მატჩის ჯამში - 1:0. ყველაფერი ტურინში, არტურო ვიდალის პენალტიდან გოლმა გადაწყვიტა.

2015 წლის 14 აპრილს, „იუვენტუს სთედიუმზე“ გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

იუვენტუსი“: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, მარკიზიო, პირლო (ბარძალი 74), ვიდალი, პერეირა (სტურარო 87), მორატა (მატრი 83), ტევესი

მონაკო“: შუბაშიჩი, რაჯი (ბერბატოვი 71), ფაბინიო, რ. კარვალიო, აბდენური, კურზავა, ჟოაო მოუტინიო, დირარი (ბერნარდო სილვა 51), კონდოგბია, კარასკო, მარსიალი (მ. კარვალიო 87)

მთლიანობაში აქამდე „იუვენტუსი“ „მონაკოს“ ხუთჯერ დაუპირისპირდა და ბალანსი თავის სასარგებლოდაა: 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 9 გატანილი და 4 გაშვებული გოლი.

სტატისტიკა

იუვენტუსი

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2003 წლის შემდეგ მეორედ გავიდა. პირველად ეს 2015 წელს მოხდა და მაშინ „ბებერმა ქალბატონმა“ „რეალს“ აჯობა (2:1, 1:1).

„იუვენტუსი“ ნახევარფინალებში (8 მოგება, 3 მარცხი):

1967-1968, „ბენფიკა“ 0:3 (0:2, 0:1)

1972-1973, „დერბი“ 3:1 (3:1, 0:0)

1977-1978, „ბრიუგე“ 1:2 (1:0, 0:2)

1982-1983, „ვიძევი“ 4:2 (2:0, 2:2)

1984-1985, „ბორდო“ 3:2 (3:0, 0:2)

1995-1996, „ნანტი“ 4:3 (2:0, 2:3)

1996-1997, „აიაქსი“ 6:2 (2:1, 4:1)

1997-1998, „მონაკო“ 6:4 (4:1, 2:3)

1998-1999, „მანჩესტერი“ 3:4 (1:1, 2:3)

2002-2003, „რეალი“ 4:3 (1:2, 3:1)

2014-2015, „რეალი“ 3:2 (2:1, 1:1)

„იუვენტუსი“ ნახევარფინალურ ეტაპზე სახლში ჩინებულად ირჯება და 11 მატჩიდან წაუგებელია (9 მოგება, 2 ფრე).

მიმდინარე სეზონში „იუვეს“ პლეი-ოფში გოლი არ გაუშვია.

ამ სეზონში მასიმილიანო ალეგრის გუნდს საფრანგეთში უკვე მოგებული აქვს. ჯგუფურ ეტაპზე „ლიონს“ აჯობა „პარკ ოლიმპიკზე“ 1:0. ტურინში კი, ფრე დაფიქსირდა - 1:1.

„იუვენტუსს“ ფრანგულ გუნდებთან უკვე მიჯრით 7 თამაშია არ წაუგია (5 მოგება, 2 ფრე). ბოლოს ტურინელებმა ბორდოში წააგეს (2009 წელს, 0:2).

„იუვეს“ საკუთარ კედლებში 2013 წლის აპრილის მერე არ წაუგია: 22 თამაში, 13 მოგება, 9 ფრე.

მიმდინარე სეზონში კი, 5 თამაშიდან სამი მოიგო და ორი ფრე ითამაშა. თავიდან „სევილიასა“ და „ლიონს“ დაუზავდა, ხოლო მერე მიჯრით „დინამოს“, „პორტუსა“ და „ბარსელონას“ აჯობა.

ტურინელებს ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან შვიდში გოლი არ გაუშვია.

„იუვენტუსს“ ფრანგულ გუნდებთან პლეი-ოფში თამაში 11-ჯერ მოუწია და შემდეგ ეტაპზე ყოველთვის გავიდა.

ჩემპიონთა ლიგაზე (თასზე) „ბებერმა ქალბატონმა“ 4-ჯერ დაამარცხა ფრანგული კლუბები ნახევარფინალში. 1998 წელს „მონაკოს“, 1996 წელს, „ნანტს“, 1985 წელს „ბორდოს“ და 1993 წელს, უეფას თასის ნახევარფინალში პსჟ-ს აჯობა.

„იუვენტუსი“ შემდეგ ეტაპზე 37 შემთხვევიდან 37-ჯერ გავიდა, როცა პლეი-ოფში პირველი თამაში სტუმრად მოიგო. მათ შორის, ამ სეზონშიც: „პორტუსთან“ 2:0, 1:0.

მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ სტუმრად მოგების შინ წააგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა: 1898-1990 წლების სეზონში უეფას თასის1/4 ფინალში, „ჰამბურგთან“ (0:2, ორი მატჩის ჯამში 3:2) და 1999-2000 წლების სეზონში „ოლიმპიაკოსთან“ უეფას თასის მესამე ეტაპზე (1:2, ორი მატჩის ჯამში 4:3).

„იუვენტუსი“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 3 წაგება

2002-2003 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „მილანი“ 2:3

1995-1996 - ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „აიაქსი“ 4:2

1986-1987 - ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, „რეალი“ 1:3

1985 - საკონტინტეთაშორისო თასი, ფინალი, „არხენტინოს ხუნიორსი“ 4:2

1980-1981 - უეფას თასი, მეორე ეტაპი, „ვიძევი“ 1:4

1977-1978 - ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი, „აიაქსი“ 3:0

მონაკო

„მონაკო“ ნახევარფინალში მეოთხედ გავიდა და ეს ფრანგულ გუნდებში საუკეთესო შედეგია. ბოლოს ამ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა და მაშინ „ჩელსის“ აჯობა კიდეც ორი მატჩის ჯამში - 5:3 (3:1, 2:2).

„მონაკოს“ არასდროს მოუგია ნახევარფინალში გასვლითი შეხვედრა (1 ფრე, 2 წაგება). წააგო რა, „მილანთან“ 1994 წელს 0:3 და „იუვენტუსთან“ 1998 წელს 1:4. 2004 წელს კი, „ჩელსისთან“ 2:2 ითამაშა.

ორი საშინაო ნახევარფინალური შეხვედრიდან კი, ასპროცენტიანი მაჩვენებელი გააჩნია: „იუვენტუსთან“ 3:2 და „ჩელსისთან“ 3:1.

„მონაკო“ ნახევარფინალებში:

1993-1994, „მილანი“ 0:3 (0:3 შენიშვნა: ერთი მატჩი ჩატარდა)

1997-1998, „იუვენტუსი“ 4:6 (1:4, 3:2)

2003-2004, „ჩელსი“ 5:3 (3:1, 2:2)

„მონეგასკებმა“ 15 შეხვედრიდან 13-ში გოლის გატანა მოახერხეს. გამონაკლისი ამჯერადაც „ლევერკუზენთან“ იყო, ოღონდ გასვლით შეხვედრაში - 0:3 და „იუვენტუსთან“ (0:2).

„მონაკომ“ მიმდინარე სეზონში სამჯერ შეძლო გასვლით მატჩის მოგება, მათ შორის, „დორტმუნდთან“ მეოთხედფინალში.

„მონაკოს“ იტალიაში არასდროს მოუგია: 1 ფრე და 6 წაგება.

პლეი-ოფში „მონაკოს“ იტალიურ გუნდებთან ცუდი სტატისტიკა გააჩნია: 6 მარცხი და შემდეგ ეტაპზე ერთადერთხელ გავიდა. ეს მოხდა 1991-1992 წლების სეზონში, როდესაც „რომას“ აჯობა ორი მატჩის ჯამში 1:0. მაშინ, რომში გოლი არ გასულა და სხვათა შორის, ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომელიც „მონაკომ“ იტალიაში არ წააგო (0 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება, 2:14 ბურთების შეფარდება).

გარდა „მილანისა“ და „იუვენტუსისა“, „მონაკოს“ ნახევარფინალური ეტაპი „ინტერთანაც“ აქვს წაგებული. 1996-1997 წლების სეზონში უეფას თასზე: 1:3, 1:0. ასეთივე სცენარი იყო თასების თასზე 1989-1990 წლების სეზონში „სამპდორიასთან“ (2:2, 0:2).

„მონაკო“ გათამაშებას ხუთი შემთხვევიდან ხუთეჯრვე გავარდა, როდესაც პირველი თამაში სახლში წააგო.

„მონაკო“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 0 წაგება

1989-1990 – თასების თასი, მეოთხედფინალი, „ვალიადოლიდი“ 3:1

გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები

მასიმილიანო ალეგრის დებიუტი ევროთასებზე ფრანგული გუნდის წინააღმდეგ შედგა. 2011 წელს „მილანმა“ „ოსერს“ შინ 2:0 მოუგო. იგივე ანგარიში დაფიქსირდა საფრანგეთში.

მორგან დე სანკტისი 1997-1999 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა და ორი წლის განმავლობაში სამი მატჩის ჩატარება მოასწრო.

ანდრეა რაჯიმ კარიერა „კარარეზეში“ დაიწყო, რომელსაც ჯანლუიჯი ბუფონი ქომაგობდა, რომლის მფლობელიც იყო 2012-2015 წლებში.

ანდრეა რაჯი და კამილ გილიკი 2010-2011 წლების სეზონში „ბარიში“ თამაშობდნენ ერთად. ლეონარდო ბონუჩი კი, სწორედ იმ სეზონის წინ გადავიდა „იუვენტუსში“.

გლიკი 2011-2016 წლებში „ტორინოს“ ღირსებას იცავდა, თან კაპიტნის რანგში. ტურინულ დერბში კი, ცხრაჯერ ითამაშა და რვაჯერ წააგო.

ლილიან ტურამს, დავიდ ტრეზეგეს, ტიერი ანრისა და პატრის ევრას თავის დროზე „მონაკოსა“ და „იუვენტუსის“ რიგებში უთამაშიათ.

საფრანგეთში უთამაშიათ:

მირალემ პაინიჩი („მეცი“ 2006-2009, „ლიონი“ 2008-2011)

მარიო ლემინა („ლორიენი“ 2010-2013, „მარსელი“ 2013-2015)

მედჰი ბენატია („ტური“ 2006-2007, „ლორიენი“ 2007-2008, „კლერმონი“ 2008-2010)

სტეფან ლიხშტაინერი („ლილი“ 2005-2008)

ყოფილი თანაგუნდელები კლუბებში:

მორგან დე სანკტისი და მირალემ პიანიჩი („რომა“ 2013-2016)

ანდრეა რაჯი და კლაუდიო მარკიზიო („ემპოლი“ 2007-2008)

რადამელ ფალკაო და გონსალო იგუაინი („რივერ პლეიტი“ 2005-2007)

ბენჟამინ მენდი და მარიო ლემინა („მარსელი“ 2013-2015)

რადამელ ფალკაო და ალექს სანდრო („პორტუ“ 2011)

ჟოაო მოუტინიო და ალექს სანდრო („პორტუ“ 2011-2013)

ფაბინიო და გონსალო იგუაინი („რეალი“ 2012-2013)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

რადამელ ფალკაო და ხუან კუადრადო (კოლუმბია)

ნაბილ დირარი და მედჰი ბენატია (მაროკო)

დანიელ შუბაშიჩი და მარიო მანჯუკიჩი, პარკო პიაცა (ხორვატია)

დანი ალვეში და ფაბინიო (ბრაზილია)

ფაქტები

იუვენტუსი

სამი ხედირა დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს უბრუნდება.

„იუვენტუსმა“ ბოლო 24 შეხვედრიდან 18 მოიგო და ერთდერთი წააგო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბოლო ექვსი თამაშია გოლი არ გაუშვია, 621 წუთი განმავლობაში და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეხუთე შედეგია. რეკორდი “არსენალს“ ეკუთვნის - 995 წუთი (2005-2006 წლების სეზონში).

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ რიგებში გოლი 11 სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს გატანილი.

„იუვემ“ იტალიის ჩემპიონატში ბოლო ტურში „ტორინოს“ ვერ მოუგო და სახლში 33 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

„იუვემ“ ბოლო რვა მატჩიდან ექვსში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

უკანასკნელი 56 თამაშიდან „იუვენტუს სთედიუმზე“ „ბებერი ქალბატონის“ კარში ორი გატანა მხოლოდ ორმა გუნდმა მოახერხა: „ბაიერნმა“ შარშან (2:2) და მიმდინარე სეზონში იტალიიის თასზე „ატალანტასთან“ (3:2).

„იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალშია გასული და 2 ივნისს „ლაციოს“ უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა, მაშინ კოპა იტალიის გადამწყვეტი თამაში 17 მაისს გაიმართება.

მარკო პიაცა მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

იტალიის ჩემპიონმა 21 აპრილს როდრიგო ბენტანკური შეიძინა და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

პაულო დიბალამ კი, 13 აპრილს ასევე 2022 წლამდე გაახანგრძლივა გუნდთან კონტრაქტი.

მონაკო

„მონაკოს“ ბოლო 17 მატჩიდან 14 ავქს მოგებული და სამი წააგო. ორჯერ პსჟ-სთან საფრანგეთის თასზე (1:4 და 0:5) და „იუვენტუსთან“ პირველი მატჩი (0:2).

მიმდინარე სეზონში „მონაკომ“ 27 შეხვედრაში სამი ან მეტი გოლი გაიტანა.

კილიან მბაპემ ბოლო 18 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

ბოლო ცხრა გასვილითი შეხვედრიდან შვიდში ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა მინიმუმ ორი გოლის გატანა შეძლო.

„თავადებს“ 29 საგარეო თამაშიდან კარი მშრალად მხოლოდ 7-ჯერ აქვთ შენახული.

„იუვენტუსთან“ საშინაო მარცხით „ლუი II”-ზე დასრულდა „მონაკოს“ 13 მატჩიანი მოგებების სერია.

0.422608