ფეხბურთი

19:09 | 8.05.2017 | ნანახია 1893 - ჯერ

ჰოლანდიის ნაკრები - ადვოკაატის მძიმე ტვირთი

ჰოლანდიის ნაკრებში დიკ ადვოკაატის დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია. ამის შესახებ მწვრთნელის აგენტმა რობ იანსენმა ისაუბრა.

"დიდი ალბათობით, მომდევნო კვირაში ყველა ფორმალობა მოგვარდება" - თქვა იანსენმა.

69 წლის ადვოკაატი ამჟამად თურქულ "ფენერბაჰჩეს" წვრთნის. ის "ნარინჯისფერთა" თავკაცი იყო 1992-1994 და 2002-2004 წლებში, ასევე, ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ 1984-1987, 1990-1992 და 2016 წლებში.

2009-2010 წლებში ადვოკაატის თანაშემწე იყო შოთა არველაძე. ეს "ალკმაარში". ისე, შოთას მწვრთნელი იყო "გლაზგო რეინჯერსში".

ბევრ გუნდსა თუ ნაკრებში უმუშავია ადვოკაატს, არაერთი ტიტულიც მოუპოვებია, ამჯერად კი მძიმე მისია დაეკისრება - ჰოლანდია 2018 წლის მუნდიალზე უნდა გაიყვანოს. "ნარინჯისფერებს" შესარჩევის 5 მატჩში მხოლოდ 7 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან: საფრანგეთს, შვედეთსა და ბულგარეთს ჩამორჩებიან. ქულებში ჩამორჩენა უმნიშვნელოა და ჯერ არაფერია დაკარგული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:15 | 08.05.2017
laciosErtguli (3640)

საბოლოოდ დავკარგე იმედი ჰოლანდიის ნაკრების მუნდიალზე გასვლის, რა ადვოკაატი???!!! არგენტინის და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციები ერთმანეთს ეჯიბრებიან უტვინობაში, ჯერ არგენტინის მხარესაა სასწორი მაინც. დანიშნეთ კოკუ ან დე ბური, ან ორივე ერთად. ვაფშე ვან გაალი. კაროჩე რა!!!

22:55 | 08.05.2017
iceman (2988)

ეჰ ტრენერს თავი რომ დავანებოთ არგენტინას დონე ფეხბურთელები მაინც ყავს, მაგრამ ჰოლანდიას ერთადერთი სუპერვარსკვლავი ყავს რობენი და ისიც ასაკშია უკვე და თან ხშირად დამტვრეულია.

22:59 | 08.05.2017
iceman (2988)

კრუიფის თაობა რომ წავიდა მაშინ მაგარი ჩავარდნა ქონდათ და ფინალურ ეტაპზეც ვერ ხვდებოდნენ სანამ ვან ბასტენის თაობამ არ იფეთქა როგორც ჩანს ახლაც იგივე სიტუაციაა და უნდა დაველოდოთ რამდენიმე წელი. მაგრამ ჰოლანდიას რა უჭირს დაფიქრდებიან და რამდენიმე წელიწადში ისევ გამოუჩნდებათ ვინმე კრუიფის და ვან ბასტენის ნაირი, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება უსასრულოდ რომ ველოდებით ახალი მესხების და ყიფიანების გამოჩენას?

15:12 | 09.05.2017
sabonis (9584)

ხო მართალია ასეთი, ჩავარდნები მოსულა ნიდერლანდებში.

0.11724