ხორვატმა მარინ ჩილიჩმა სტამბულის ტურნირის ფინალში კანადელი მილოშ რაონიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის მე-17 ტიტული მოიპოვა. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა.
რაონიჩმა 7 შესაძლებლობიდან ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა, ხოლო ჩილიჩმა 5-დან ერთი ბრეიკი გააკეთა. ხორვატმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გრუნტის საფარიან კორტზე ტურნირი პირველად მოიგო. ჩილიჩმა ამ გამარჯვებით 78 270 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ მარინს 2014 წელს ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.