თამაშგარე

19:24 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დაანებეთ ჩემს სატრფოს თავი!”

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს გონსალო იგუაინს მწვანე მოედანზე გარჯა ნამდვილად არ დაეწუნება, მასზე მაინც ბევრი ადამიანი ქირქილებს და ამის მიზეზი არა ფეხბურთელის სათამაშო ფორმა, არამედ იგუაინის აშკარად მომატებული წონა და ცელულიტიანი გვერდების თანთალია.

ეს ამბები ძალიან არ მოსწონს გონსალოს გულისსწორს, არგენტინელ მოდელს, სოლედად ფანდინოს, რომელიც ამბობს, რომ მისი სატრფო სულაც არაა მსუქანი და ფერხორციანობა მას ხელს არც ფეხბურთის თამაშში უშლის და საწოლშიც ისეთივე ბომბარდირია – როგორც სტადიონზე.

სოლედადი იგუანის სატრფოა და ბუნებრივია არ ენდომება მის გულისწორზე და მით უმეტეს შეყვარებულის გარეგნულ მხარეზე ვინმე იქილიკოს, მაგრამ ჩვენს თვალებს რა ვუყოთ, რომლებიც აშკარად ხედავენ იგუანის ხორცების თანთალს? ხორცებმოთანთალე ფეხბურთელი კი ჭეშმარიტად უამური სანახავია.

0.148651