კალათბურთი

10:20 | 8.05.2017 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი შერმადინი - ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XXXII ტური ძალზე წარმატებული გამოდგა გიორგი შერმადინისთვის - ქართველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა ცნო. სხვათა შორის, ეს პატივი შერმადინისთვის მიმდინარე სეზონში უცხო სულაც არაა და ტურში საუკეთესოდ უკვე მეოთხედ დასახელდა. მეტიც, ზედიზედ ორჯერ თვის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.

ამჯერად „მორაბანკ ანდორამ“ საკუთარ მოედანზე ლიდერი „ვალენსია“ მიიღო და 89:84 დაამარცხა. ამაში შერმადინის დიდი წვლილია: 27:23 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი - ასეთი შედეგი აჩვენა ჩვენებურმა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და შვიდიდან ექვსი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. რაც შეეხება მარგი ქმედების კოეფიციენტს, ამ მხრივაც ყველას აჯობა - 32.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია კიდევ ერთ ჩვენებურს - ბექა ბურჯანაძეს.

„მორაბანკ ანდორა“ მერვე ადგილზეა და ახლოსაა პლეი-ოფში მოხვედრასთან. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, აუტსაიდერ „ბეტისთან“ სტუმრად ჩაატარებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:43 | 17.10.2024
Kobe Bean (21683)

თუმცა მეორედაც თუ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 2026-ში,მაშინ მართლა არაფერზე აღარ ექნება კარიერაზე სანერვიულო)))ზედიზედ 2-2 მუნდიალი და კოპა ამერიკა,ისტორიაში პირველი გუნდი ლეოს არგენტინა რომელმაც ეგ გააკეთა))))ყველა ეპოქალურ ნაკრებს ჩახდის)))

22:48 | 17.10.2024
Kobe Bean (21683)

დიდი ალბათობით გააკეთებენ მაგასაც.დაიმახსოვრეთ,2026-ის მუნდიალსაც ლეოს არგენტინა იგებს.რაც დააკლდა ახალგაზრდობაში,სიბერეში ამოიღებს ერთიანად)))

22:39 | 17.10.2024
Kobe Bean (21683)

ტიპმა ყველაფერი მოიგო,საოცარი ფეხბურთი ითამაშა და ულაპარაკოდ ყველადროის საუკეთესო მოთამაშეა,მაგრამ მაინც შეეძლო მეტის მოგებაც))))2014-ის მუნდიალის ფინალი,2016-ის კოპა ამერიკას ფინალი და 2 ლიგა მაინც უნდა დაედო კიდევ,ასევე 2 ლა ლიგაც))))

0.082623