ფეხბურთი

18:53 | 7.05.2017 | ნანახია 4962 - ჯერ

ავი ძაღლივით "ექსელსიორი"... ათი წლის წინანდელიც კი გვახსოვს

დღეს ყველა ელოდა, რომ "ფეიენოორდი" ჰოლანდიის ჩემპიონობას გაინაღდებდა, თუმცა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გაწვრთნილებმა თანაქალაქელ "ექსელსიორთან" 0:3 წააგეს და ერთი ქულითღა უსწრებენ "აიაქსს".

უცნაურია შედეგი და მითუმეტეს, ანგარიშიც. დარჩა ბოლო ტური, "ფეიენორდი" "ჰერაკლესს" უმასპინძლებს და თუ მოიგებს, მაინც მოიპოვებს ნანატრ ჩემპიონობას. დიდი ალბათობით, ასეც მოხდება, მაგრამ ვითარება კი დაიძაბა.

უცებ გაგვახსენდა, რომ როტერდამის "ექსელსიორმა" ადრეც გამოავლინა ბრძოლისუნარიანობა და შოთა არველაძე გაამწარა. ეს მოხდა 2007 წელს, შოთა "ალკმაარში" თამაშობდა, მის გუნდს ბოლო ტურში გამარჯვება სჭირდებოდა სტუმრად "ექსელსიორთან" და მორჩა, ჩემპიონი ხდებოდა. ალკმაარელებმა 2:3 წააგეს და ჩემპიონი პსვ გახდა.

ამჯერად სააიაქსოდ გაისროლა "ექსელსიორმა", არადა, ათი წლის წინაც ცხრილის მიხედვით უმოტივაციო იყო და ახლაც ასეა. ასეთია, ავი ძაღლივით.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:01 | 07.05.2017
mushni (93569)

ავი ძაღლიიიიიიიიი

21:44 | 07.05.2017
stoikovich (5984)

ყველაზე დიდი მოტივაციაა დერბიში გამარჯვება, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება სხვადასხვა ქვეყნიდან, რა არის საოცარი.

19:58 | 07.05.2017
majlajuna (1024)

დერბია, თანაქალაქელი ჩემპიონი ხდება და შეუძლიათ ჩაუშალონ, რა უმოტივაციობა ავტორ?

19:10 | 07.05.2017
maradonarey (236)

უმოტივაციო არა ლეღვი, რამდენს გაუმაზავდა ახლა ეს 1.30 კოეფიციენტი ვინ იცის?!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132034