ფეხბურთი

16:30 | 7.05.2017 | ნანახია 3777 - ჯერ

კვირკველია: "იყო დრო, როცა ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი"

ცოტა ხნის წინ, სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტის“ რიგებში რუსეთის თასი მოიგო და მომავალ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ დედაქალაქური გუნდი ქართველის გამოსყიდვას მოახერხებს „რუბინიდან“. იმ კლუბიდან, სადაც კვირკველიას არ ენდობოდნენ და სადაც, ქართველს დაბრუნება არ სურს.

Gazeta.ru-სთან ინტერვიუში ამის თაობაზე კვირკველიამ ცალსახად ისაუბრა. მისი თქმით, ხავი გრასიასთან მომავალში მუშაობა გამორიცხულია. აღსანიშნავია, რომ თურმე სოლომონო კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა - „რუბინში“ უთამაშებლობის პერიოდში.

- რუსეთის თასზე გამარჯვების ეიფორია ძლიერი იყო?

- რა თქმა უნდა. რუსეთის თასი ჩვენი მთავარი მიზანი იყო - ყველამ ვიცოდით, რომ ევროპა ლიგაზე მოხვედრა ასე უფრო ადვილი გახლდათ, ვიდრე ჩემპიონატიდან. აქ მხოლოდ ორი თამაშის მოგება იყო საჭირო. ევროპა ლიგაზე მოხვედრა კი, ჩვენი მიზანი გახდლათ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს, ის ტურნირია, რომელშიც „ლოკომოტივი“ ყოველ სეზონში უნდა თამაშობდეს. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ რუსეთის თასის მოგებისთვის.

- როგორ აღნიშნეთ გამარჯვება?

- როგორც ყოველთის ხდება ასეთ შემთხვევაში - გასახდელში. შემდეგ რამდენიმე დღე მივიღეთ დასვენებისთვის და შევიკრიბეთ რესტორანში, სადაც ერთმანეთს სადღეგრძელოებით მივულოცეთ. აქ ვიყავით მხოლოდ ფეხბურთელები მწვრთნელების გარეშე.

- რომელი იყო ყველაზე გამორჩეული მომენტი რუსეთის თასის მატჩებიდან?

- როდესაც, მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა. ჩვენ მეტოქეზე მეტი გოლები გვქონდა გატანილი და ეს ნიშნავდა, რომ ჩემპიონები ვიყავით. ამ მომენტში მინდოდა ყველასთან ერთად აღმენიშნა გამარჯვება.

გარდა ამისა, 25 წლის ქართველმა მცველმა ახო წარსულიც გაიხსენა, „რუბინში“ გატარებული პერიოდი, ხავი გრასიასთან ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულებასაც აპირებდა.

„იყო დრო, როცა ფეხბურთიდან წასვლაზეც კი, ვფიქრობდი. 6 თვის წინ ვერ ვთამაშობდი - ვვარჯიშობდი, მაგრამ არ ვიცოდი რატომ, თამაში არ მიწევდა. ვვარჯიშობდი, მაგრამ თამაშების ყურება სახლიდან მიწევდა. „რუბინს“ 24 ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ განაცხადში ყოველთვის 23 ხვდებოდა. ერთადერთი მე ვიყავი, ვინც მატჩებს სახლიდან უყურებდა...“

„მე არ ვიმუშავებ გრასიასთან - იგი პატივს არ მცემს“

„ხავი გრასიასთან არ ვიმუშავებ, რადგან არ შემიძლია ამ მწვრთნელთან მუშაობა - მას არ სურს ჩემი გაწვრთნა, არ მცემს პატივს და შესაბამისად, არც მე ვცემ პატივს. მე ჯერ ადამიანი ვარ და შემდეგ ფეხბურთელი.

- სად გირჩევნიათ თამაში, „ლოკომოტივში“ თუ „რუბინში“?

- რა თქმა უნდა, „ლოკომოტივში“. იქ, სადაც ახლა ვთამაშობ“.

სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივს“ ზამთარში ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა. შესაბამისად მას ზაფხულში „რუბინში“ დაბრუნება მოუწევს, თუ რა თქმა უნდა, „ლოკომოტივმა“ ყაზანელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. როგორც ცნობლია, „რკინიგზელები“ ჩვენებურის თამაშით კმაყოფილნი არიან და მის გამოსყიდვასაც აპირებენ. დღემდე კვირკველიამ „ლოკომოტივის“ მაისურით 11 თამაში ჩაატარა და საკმაოდ მაღალ დონეზე.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:19 | 07.05.2017
sabonis (9584)

ყველაფერი მესმის, მარა მისი ასაკის კაცმარ რატო უდა იფიქროს კარიერის დასრულებაზე ბოლო-ბოლო ამოგეწურება კონტრაქტი რუბინთან და თავისუბალ აგენტათ წახვალ, რა სიცოცხლის ბოლომდე გაქ რუბინთან კონტრაქტი?

18:49 | 07.05.2017
sabonis (9584)

ეხ რა კაი ტიპი ხარ სოლომონ ლივერპული, რო დაინტერესთა შენით მაშინ არ უნდა აგკანკალებოდა მუხლები, იმედია ახლა ჭკუა ისწავლე და შენს და ასათიანის, ჯანაშიას დროინდელ შეცდომას არ დაუშვებ და თუ ევროპული შანსი თუ გაგიჩნდა არ დაიწყებ ლოკომოტივისთვის ერთგულების მტკიცებას.

20:24 | 07.05.2017
Shevche (15054)

მართლა ფიქრობ, რომ ლივერპულში გადასვლის შანსი ჰქონოდა, რუბინში დარჩებოდა?

20:42 | 07.05.2017
sabonis (9584)

მისი ინტერვიუ მაქ წაკითხული როცა ლივერის ინტერესზე ეკითხებიან და ტიპი იძახის,რომ ჯერ რუბინზე ვფიქრობ და ა.შ არ ვიცი ინტერესი რეალურია იყო თუ არა მარა კომენტარი, რომ წაიკითხო მიხვდები, რომ ეშინია ლივერპულში წასვლის, არქივში იქნება ეს ინტერვიიუ ევროპა ლიგაზე რუბინი ლივერპულს, რო შეხვდა მაშინ იყო ეგ ინტერვიუ.

18:32 | 07.05.2017
valeri8848 (2623)

რუბინიდან ადრე უნდა წამოსულიყო ჭკუა რომ ეხმარა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065155