ფეხბურთი

16:20 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალმა დაიჩივლა: ფიფას წესები მესიზე არ ვრცელდება

ჩილეს ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ლიონელ მესისითვის სანაკრებო დისკვალიფიკაცია არ უნდა შეემცირებინა. მესი მსაჯის სიტყვიერი შეურაცყოფისთვის 4 მატჩი დასაჯეს, "ბარსელონას" ვარსკვლავმა ერთი მატჩი არგენტინის ნაკრებში გამოტოვა, გასულ კვირას კი ფიფამ ლიონელს დისკვალიფიკაცია შეუმცირა.

ჩილეს ეროვნული გუნდიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესის მსგავსი ინციდენტის გამო სამი ფეხბურთელი დაისაჯა.

"ვისურვებდი ფიფას წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდებოდეს. ეს კარგი ამბავია არგენტინისთვის, მესისთვის და ფეხბურთისთვის, რადგან სასიამოვნო სანახავია ლიონელის ნაკრებში თამაში." - განაცხადა ვიდალმა Radio Cooperativa-სთან საუბრისას.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სამხრეთ ამერიკის ზონაში ნაკრებებს ოთხი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. არგენტინა მეხუთე ადგილზე 22 ქულით იმყოფება და მესის დაბრუნება "ალბისელესტეზე" დადებითად იმოქმედებს. ჩილე კი მეოთხე პოზიციაზეა 23 ქულით.

0.118256