ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “იუტა” 102:91 დაამარცხა და სერიაში 3:0 დაწინაურდა.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ზაზამ 5-დან სამი ორქულიანი და ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 30:21 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 38 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. “იუტაში” 29 ქულით ჰეივორდი გამოირჩა.
სერიის მეოთხე მატჩი იუტაში 9 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.