ფეხბურთი

22:36 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ბრძოლა გადარჩენისთვის და ევროპა ლიგის საგზურისთვის

მიმდინარე სეზონის გერმანიის ჩემპიონის რანგში „ბაიერნმა“ სახლში პირველად ითამაშა და წარმატებით. მართალია, კარლო ანჩელოტის გუნდს მისთვის ჩვეული გოლების ფეიერვერკი არ მოუწყვია, მაგრამ ხუან ბერნატის დასაწყისშივე გატანილი გოლი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა „დარმშტადტის“ დასამარცხებლად - თავის მხრივ, ტორსტენ ფრინგსის გუნდმა სამმატჩიანი მოგებების სერია დაასრულა და ამასთან ბუნდესლიგაშიც ასპარეზობა - „დარმშტადტი“ ორწლიანი თავგადასვლის შემდეგ გერმანიის მთავარ ლიგას ოფიციალურად „ალიანც არენაზე“ დაემშვიდობა. სხვა ამ მატჩზე განსაკუთრებული არაფერი ითქმის. გამოვყოთ, რომ შეხვედრის მიწურულს ჰამით ალტინტოპს ული შტარკემ პენალტი აუღო და „რეკორდმაისტერს“ ორი ქულა გადაურჩინა. შტარკე კი, მოგეხსენებათ, „ბაიერნის“ მესამე მეკარეა და მიმდინარე სეზონში თამაშის საშუალება პირველად მიეცა. მოკლედ, „ბაიერნის“ მორიგი სამი ქულა და დამდეგი სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

32-ე ტურის მთავარი შეხვედრა კი, „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა - „დორტმუნდი“ და „ჰოფენჰაიმი“ ერთმანეთს მესამე-მეოთხე ადგილებს ეცილებიან, როგორც იცით, მესამე ადგილოსანი გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება. „ჰოფეს“ რეალურად ქულაც ხელს მისცემდა, რადგან კონკურენტზე წინ იყო, მაგრამ ტომას ტუხელის ბიჭებმა უფრო მეტად მოინდომეს და მოიგეს კიდეც. მარკო როისის დასაწყისში და პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიწურულს გატანილი გოლები გადამწყვეტი აღმოჩნდა - 2:1. ანდრეი კრამარიჩის პენალტი ოდენ პრესტიჟის მომცველი გამოდგა. წინ კიდევ ორი ტურია, ხოლო „ბორუსია“ „სოფლელებს“ 2 ქულით სჯაბნის და ვდაველოდოთ. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სწორედ მესამე ადგილია.

ფიცხელი ბრძოლაა ევროპა ლიგის საგზურებისთვისაც: მეხუთე ადგილოსანი „ჰერტა“ მეცხრე პოზიციაზე მყოფ „გლადბახს“ მხოლოდ სამი ქულით სჯობნის. ბერლინელებმა დღეს შინ წააგეს „ლაიპციგთან“ – 1:4. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ტიმო ვერნერი გახლდათ, რომელიც 1974 წლის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ერთ სეზონში 18-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. საუბარი რა თქმა უნდა, 21 წლამდე ასაკის მოთამაშეებზეა. თუ „ჰერტამ“ საქმე გაირთულა, „რედ ბულმა“ გერმანიის ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაინაღდა, რადგან „დორტმუნდთან“ 6 ქულითაა მოცილებული. რალფ ჰასენჰუტლის დებიუტანტი გუნდისთვის კი, ეს მართლაც განუმეორებელი შედეგია და ბარე-ორი მოაწერდა მასზე ხელს. პრინციპში, „ლაიპციგმა“ აღნიშნული წარმატება სასვებით დაიმსახურა - მთელი სეზონი ჩინებულად განვლო და ჩავარდნა ფაქტობრივად არ ჰქონია. ევროპა ლიგის ზონას დავუბრუნდეთ და გეტყვით, რომ „ჰერტას“ გარდა, „ფრაიბურგი“, „გლადბახი“, „კიოლნი“ და „ვერდერი“ ცდილობენ ევროპაში შესვლას - „ფრაი“ ამ ტურის მატჩს კვირას ჩაატარებს და თუ გაიმარჯვებს „შალკეს“ წინააღმდეგ, მეხუთე ადგილზე აინაცვლებს. რაც შეეხება „ვერდერსა“ და „კიოლნს“ ამ გუნდებმა პარასკევს ერთმანეთი არ დაინდეს და საბოლოოდ, გამარჯვება „თხებს“ დარჩათ (4:3).

დაძაბულობაა ცხრილის ქვედა ნაწილშიც - „დარმშტადტი“ გავარდა, დიდი ალბათობით იგივე ბედი ეწევა „ინგოლშტადტსაც“, რომელმაც სახლში ლევერკუზენის „ბაიერთან“ ბოლო წუთზე დაკარგა ძვირფასი ორი ქულა. თავის მხრივ, „ფარმაცევტებს“ იმდენი ხანია არ მოუგიათ, ალბათ, საერთოდ დაავიწყდათ სამი ქულა რას ნიშნავს და ტაიფუნ კორკუტის გუნდი საპლეი-აუთო ზონასთან ძალიან, ძალიან ახლოსაა - სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა და იქ მყოფ „ჰამბურგს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „შპორტვერაინი“ 32-ე ტურის თამაშს კვირას „მაინცთან“ გამართავს, რომელიც მსგავს დღეშია და მასაც 33 ქულა აქვს. მოკლედ, ბუნდესლიგაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულია და ოტხეულის ბედიც, მაგრამ დანარჩენ ზონებში არნახული სიმჭიდროვეა და დარჩენილი ორი ტური ბევრ რამეს გვპირდება...

„ბაიერნი“ – „დარმშტადტი“ 1:0 (1:0)

მიუნხენი, „ალიანც არენა“

მაყურებელი: 75 000

„ბაიერნი“ (4-2-3-1): შტარკე; რაფინია, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი; კიმიხი (ჩაბი ალონსო 67), სანჩესი; დუგლას კოშტა, მიულერი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„დარმშტადტი“ (4-2-3-1): ესერი; სირიგუ, ბანგაარდი, სულუ, ჰოლანდი; კამავუაკა (როზენტალი 80), ალტინტოპი; ჰელერი, გონდორფი, ვრანჩიჩი (სამი 66); პლატე (შიპლოკი 59)

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

გოლი: 1:0 ბერნატი (18)

გაფრთხილება: რაფინია (86) - სირიგუ (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 23 (8) – 13 (3) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 13:3 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: გვიდო ვინკმანი

„დორტმუნდი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:1 (1:0)

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 81 360

„დორტმუნდი“ (4-1-2-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი; ვეიგლი; კასტრო, გუერეირო (ბენდერი 90); დემბელე (კაგავა 80), ობამეიანგი, როისი (როდე 80)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): სულე, ვოგტი, ჰუბნერი (სჟალაი 70); კადერაბეკი (ტოლიანი 58), დემირბაი, რუდი, კრამარიჩი, ზუბერი; უტი (ამირი 65), ვაგნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 1:0 როისი (4), 2:0 ობამეიანგი (82), 2:1 კრამარიჩი (86, პენ)

გაფრთხილება: როისი (11), კასტრო (45), სოკრატისი (53), დემბელე (57) - უტი (15), დემირბაი (59)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:10

მსაჯი: ფელიქს ბრიხი

„გლადბახი“ – „აუგსბურგი“ 1:1 (0:0)

გლადბახი, „ბორუსია პარკი“

მაყურებელი: 52 362

„გლადბახი“ (4-2-3-1): სომერი; ელვედი (სტრობლი 78), კრისტენსენი, ვესტერგაარდი, შულცი; დაუდი, ბენესი (კრამერი 67); ჰერმანი (ტრაორე 58), ჰოფმანი; სტინდლი, ჰანი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

„აუგსბურგი“ (4-2-2-2): ჰიტცი; ვერჰაეგი, გუველუევი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი; კორი, ბაიერი; შმიდი, ალტინტოპი (დონგ ვონი 60), მაქსი (საიუბი 85); ფინბოგასონი (ბობადილია 90)

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

გოლები: 0:1 ფინბოგასონი (57), 1:1 ჰანი (90)

გაფრთხილება: სტინდლი (78), ჰანი (90) - ფინბოგასონი (23), კორი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

„აინტრახტი“ – „ვოლფსბურგი“ 0:2 (0:0)

ფრანკფურტი, „კომერცბანკ არენა“

მაყურებელი: 49 000

„აინტრახტი“ (3-4-2-1): ჰრადეცკი; ვარელა, ჰექტორი, ოცზიპკა; ჩანდლერი, გაჩინოვიჩი, სტენდერა (ტარაშაი 52), ტავატა; ფაბიანი, რებიჩი (ბლუმი 67); ჰრგოტა (სეფეროვიჩი 67)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

„ვოლფსბურგი“ (4-2-3-1): კასტეელსი; იუნგი (ბლაშჩიკოვსკი 84), კნოხე, ვოლშაიდი, გერჰარდტი; ბაზური, გილავოჯი; დიდავი (მალი 80), არნოლდი, ნტეპი (ვიეირინია 73); გომესი

მწვრთნელი: 0:1 დიდავი (48), 0:2 გომესი (63)

გოლები: გაჩინოვიჩი (27) - გერჰარდტი (48), კასტეელსი (73)

გაფრთხილება: გაჩინოვიჩი (27) - გერჰარდტი (59), კასტეელსი (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 7 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მანუელ გრაფე

„ინგოლშტადტი“ – „ლევერკუზენი“ 1:1 (0:0)

ინგოლშტადტი, „აუდი სპორტპარკი“

მაყურებელი: 14 351

„ინგოლშტადტი“ (3-4-2-1): ჰანსენი; მატიპი, ბრეგერიე, ტისერანდი; ჰადეგიონაი, კრისტიანსენი (ლექსი 84), კოენი, სუტნერი (ლეიპერტცი 90); ლეცკიე (კიტელი 46), გროსი; ლეზჩანო

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

„ლევერკუზენი“ (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი; ჰავერტცი, ბაუმგარტლინგერი, არანგიზი (კამპლი 77), მეჰმედი (ბაილი 74); კისლინგი, ვოლანდი

მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

გოლები: 1:0 კიტელი (73), 1:1 ჰავერტცი (78)

გაფრთხილება: ლეცკიე (23) - არანგიზი (35), ვოლანდი (60), ჰენრიხსი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 12 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

„ჰერტა“ – „ლაიპციგი“ 1:4 (0:1)

ბერლინი, „ოლიმპიაშტადიონი“

მაყურებელი: 62 301

„ჰერტა“ (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუკსი, ტორუნარიგა; დარიდა, სკიელბერგი (ალანი 64); ეშვეინი (ჰარაგუჩი 81), სტოკერი (ვეიზერი 63), კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

„ლაიპციგი“ (4-2-2-2): გულაჩსი; ილსანკერი, უპამეჩანო, კომპერი, ბერნარდო; კეიტა (ხედირა 76), დემე; ზაბიცერი, ფორსბერგი; პოულსენი (სელკე 81), ვერნერი (კაიზერი 87)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 0:1 ვერნერი (12), 0:2 ვერნერი (54), 1:2 ხედირა (85, ა.გ), 1:3 სელკე (89), 1:4 სელკე (90)

გაფრთხილება: ლანგამპი (52), იბიშევიჩი (74), ბრუკსი (78) - კომპერი (34), ილსანკერი (70), დემე (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 14 (8) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: რობერტ ჰარტმანი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი („დორტმუნდი“) – 28 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) – 28, ენტონი მოდესტე („კიოლნი“) – 25, ტიმო ვერნერი („ლაიპციგი“) – 19, მარიო გომესი („ვოლფსბურგი“) – 15.

თეგებიბუნდესლიგა
0.621499