ლაშა დვალის მსგავსად, ყაზახეთის ჩემპიონატის ტურში გოლი გაიტანა ლადო დვალიშვილმაც. "ატირაუმ" შინ 2:1 მოუგო კახა ცხადაძის გაწვრთნილ "ქაირათს", ქართველმა შემტევმა კი მეორე ტაიმის დასაწყისში მიითვალა გოლი, რითაც 2:0 გახადა ანგარიში: მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი გადაგზავნა კარში.
დვალიშვილმა და მისმა თანაგუნდელმა უჩა ლობჟანიძემაც სასტარტოში დაიწყეს თამაში. "ატირაუ" მე-9 ადგილზეა 12 კლუბს შორის, ხოლო ცხადაძის გუნდი მეოთხე საფეხურზეა. ეს "ქაირათის" პირველი მარცხია სეზონში, თუმცა მოგებითაც ხშირად ვერ იგებს: 4 გამარჯვება და 7 ფრე.