ფეხბურთი

18:22 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალმა გაიტანა (+ვიდეო), ხოჭოლავა გააძევეს

პავლოდარის "ირტიშმა" ყარაგანდის "შახტიორს" სტუმრად 1:0 მოუგო და მესამე ადგილზეა. მატჩის ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა გაიტანა მე-4 წუთზე.

როგორც იცით, დვალი პოლონურ "შლიონსკში" თამაშობდა და სეზონის ბოლომდე იჯარითაა ყაზახურ კლუბში.

ყაზახეთშივე, "ორდაბასიმ" 3:0 სძლია "აკჟაიკს" და მეორე საფეხურზეა. გამარჯვებულთა შორის 35-ე წუთიდან ითამაშა ოთარ მარცვალაძემ, ხოლო გოგიტა გოგუა სათადარიგო გახლდათ.

უკრაინის ჩემპიონატის მატჩში დავით ხოჭოლავა გააძევეს. "ჩერნომორეცი" დონეცკის "ოლიმპიკთან"სტუმრად 0:1 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების მცველს კი 79-ე წუტზე უჩვენეს მეორე ყვითელი ბარათი.

0.131507