ჭიდაობა

16:08 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგიბერაშვილი და არაბული ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ. საპრიზო სამეულები ოთხ წონით კატეგორიაში - 59, 66, 98 და 130 კილოგრამებში უნდა შეივსოს. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავდა. გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ლერი აბულაძე (59 კგ) და კუკური კირცხალია (98 კგ) კი ჩემპიონატს დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.

გოგიბერაშვილი რეპეშაჟის ფინალში თურქ ატაკან იუკსელს დაუპირისპირდება, არაბულის მეტოქე კი გერმანელი კრისტიან იონი იქნება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110926