ფეხბურთი

15:23 | 6.05.2017 | ნანახია NaN - ჯერ

დათო დარციმელია თბილისის "თბილისში" ვარჯიშობს

ხუთი წლის წინ დათო დარციმელიამ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რომელმაც უზომოდ გაახარა ქართველი გულშემატკივრები. გავიხსენოთ? ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, ჯგუფის ბოლო მატჩი ისლანდიასთან ჰქონდა და 0:0 იყო. ბოლო წუთებზე სწორედ ფორვარდმა დარციმელიამ შეაგდო გადამწყვეტი გოლი და ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.

დარციმელია თბილისის "ლოკომოტივის" გაზრდილია, შემდეგ გადავიდა უკრაინულ "სევასტოპოლში" და კლუბი დაიშალა ცნობილი მოვლენების გამო. ექვსი თვის შემდეგ უნგრულ "ნირედჰაზაში" აღმოჩნდა, იქ 8 მატჩი ჩაატარა და საქართველოს დაუბრუნდა:შარშან "ლოკომოტივში" იყო, თუმცა ცოტა ხნით.

დათო ამჟამად საქართველოს ღია ლიგის ლიდერ "თბილისში" ვარჯიშობს და შესაძლოა, ამ გუნდში ითამაშოს კიდეც. "თბილისი" ახალი კლუბია და ღია ლიგაში ერთი ფრე აქვს, დანარჩენი ხუთი მატჩი კი არასაფეხბურთო ანგარიშებით მოიგო და ექვსი ტურის შემდეგ ბურთების ასეთი შეფარდება აქვს: 35:7.

ეს კლუბი ადრინდელ თბილისის "თბილისთან" კავშირში არაა. რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:58 | 01.03.2017
Buratino (3505)

კაშო მიდი, მიაწექი! რთული თამაში გელით ამაღამ, მაგრამ უნდა შეძლოთ სპარტას ძლევა. აი მერე ალბათ შედგება ფინალში "ალკმაართან" ეგრეთ წოდებული "შეხვედრა წარსულთან" (უფრო სწორად ჯონ ვან დე ბრომთან) სადაც უნდა აიხდინო შენი ოცნება!

11:05 | 01.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიდი ბოლომდე მიაწექი რეალური შანსია მოგების

08:35 | 01.03.2017
ogafa (10230)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062458
სარეკლამო ადგილი - 99
X x X