ფეხბურთი

2:00 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილიამ” მე-3 ადგილზე ხელი ჩაიქნია

ლა ლიგის 36-ე ტურის გახსნითი შეხვედრა “სანჩეს პისხუანზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “სევილია” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” დაუხვდა, 2 ქულა დაკარგა და მე-3 ადგილის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

შეხვედრა დაახლოებით თანაბარი გამოდგა და თუ კუთხურებში არსებულ დიდ უპირატესობას არ ჩავთვლით, “სევილია” ბევრი ვერაფრით ჯობდა მეტოქეს.

ანდალუსიელებმა ტაიმი პაბლო სარაბიას გოლით მოიგეს, რომელმაც ტაიმის ბოლოს სტუმართა ცენტრალური დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

ბასკების გოლიც მცველების უხეშ შეცდომას მოჰყვა: ესკუდერომ ბურთის მოგერიების ნაცვლად, სტივენ ნ’ზონზის მოარტყა ბურთი და ცარიელ კართან მდგომ კარლოს ველას მიუვიდა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

“სევილიას” შეტევა და მოგებაზე ფიქრი მართებდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბასკები 79-ე წუთიდან მოყოლებული 10 კაცით თამაშობდნენ, მასპინძლებს დარჩენილ დროში რულის კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამთ – 1:1.

“დალაქებს” 69 ქულა აქვთ და “ატლეტიკოს” 2 ქულით ჩამორჩება, რომელიც დღეს საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუხვდება.

სევილია – სოსიედადი 1:1 (1:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, ლენგლეტი, მერკადო, ესკუდერო, ნ’ზონზი, ნასრი (იბორა 81), ვიტოლო (იოვეტიჩი 81), ფ.ვაზკესი (განსო 68), სარაბია, ბენ იედერი.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ოდრიოზოლა, ბერჩიჩი, ილარამენდი, პრიეტო, ზურუტუზა, ველა (ზუბელდია 81), ოიარზაბალი (კანალესი 61), ხუანმი (გრანერო 89).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 1:0 სარაბია (41), 1:1 ველა (61)
გაფრთხილებები: ლენგლეტი, ფ.ვაზკესი, მერკადო, სარაბია – ილარამენდი, კანალესი, ი.მარტინესი
გაძევება: ზურუტუზა (79)
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

თეგებილა ლიგა
0.112109