ფეხბურთი

1:10 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრეისთვის ბრძოლა გაჩაღდა

“ლესტერის” ვინგერით დემარეი გრეით სამი კლუბია დაინტერესებული – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror–ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელის დამატება “ტოტენჰემს”, “ევერტონს” და “ლივერპულს” სურთ. ახალგაზრდა მოთამაშეს “მელიებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ი მის სატრანსფერო ღირებულებად 6 მილიონ ევროს ასახელებს.

გრეიმ მიმდინარე სეზონში “ლესტერის” მაისური 39-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

0.114869