ფეხბურთი

10:00 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესის დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

ლიონელ მესის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია გაუქმდა - სადისციპლინო კომიტეტის მიღებული გადაწყვეტილება ფიფას სააპალაციო სასამართლოში არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ გააპროტესტა და ამან შედეგიც გამოიღო.

შესაბამისად, მესის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ალბისელესტეს“ დახმარება შეეძლება.

შეგახსენებ, მესი დისკვალიფიკაციით ჩილეს ნაკრებთან მატჩისას მსაჯის შეურაცხყოფის გამო დაისაჯა. მას ამ მიზეზით ბოლივიასთან შეხვედრის გამოტოვება მოუწია კიდეც, რომელიც არგენტინამ 0:2 წააგო.

0.110697