უეფას ევროპა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი ბერტრან ტრაორე აღიარეს. ახალგაზრდა ფორვარდმა კონკურენტი პოლ პოგბა უშანსოდ ჩამოიტოვა.
თავად განსაჯეთ, „აიაქსის“ ფეხბურთელმა ხმების 90% ხვდა წილად, ხოლო პოგბას - დანარჩენი 10%.
ტრაორემ „ლიონთან“ დიდებული შეხვედრა ჩაატარა: ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.