კალათბურთი

22:10 | 5.05.2017 | ნანახია 864 - ჯერ

პარკერისთვის სეზონი დასრულდა

“სან ანტონიო სპურსის” ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი კლუბს ნბა-ს მიმდინარე სეზონის პლეი-ოფში ვეღარ დაეხმარება.

ტონიმ “ჰიუსტონთან” 121:96 მოგებულ მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო. ფრანგმა დარბაზი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა. ტეხასური კლუბის ინფორმაციით, პარკერს ოპერაციის გაკეთება დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტონი პლეი-ოფში გუნდს ვეღარ დაეხამარება.

“ჰიუსტონსა” და “სან ანტონიოს” დაპირისპირებაში ანგარიში 1:1-ია. პარკერი გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.086294
864