კალათბურთი

12:40 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დედაქალაქელებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

“ვაშინგტონ ვიზარდსმა” შინ “ბოსტონ სელტიქსი” 116:89 გაანადგურა. დედაქალაქელებმა მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გადაწყვიტეს - 39:17. “ვაშინგტონმა” მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობა. “ჯადოქრებმა” გუნდური კალათბურთი ითამაშეს: 6 კალათბურთელს 10 და მეტი ქულა დაუგროვდა, ყველაზე მეტი, 24 ქულა კი ჯონ უოლის ანგარიშზეა. “ბოსტონში” 16 ქულით ალ ჰორფორდი გამოირჩა. აიზეია თომასმა მხოლოდ 13 ქულა მიითვალა.

სერიას “ბოსტონი” იგებს - 2:1. მომდევნო შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება. მატჩი 8 მაისს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.

“ვაშინგტონი” – “ბოსტონი” 116:89 (39:17, 24:23, 32:29, 21:20)

“გოლდენ სტეიტი” – “იუტა” 115:104 (33:15, 27:32, 32:35, 23:22)

0.14238