ფეხბურთი

13:44 | 5.05.2017 | ნანახია 6437 - ჯერ

Marca: მბაპე “რეალს” შეუთანხდა

“მონაკოს” 18 წლის ფორვარდმა კილიან მბაპემ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.როგორც ესპანური Marca ირწმუნება, ფრანგ ფეხბურთელს “რეალში” თამაში სურს და გადასვლაზე უკვე დათანხმდა მადრიდელებს.

“სამეფო კლუბის” წარმომადგენლები მბაპეს მთელი სეზონის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდნენ და მადრიდში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს. რაც შეეხება თავად მბაპეს არჩევანს, რომელიც წინადადებების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, წყაროს ცნობით, ის მეტწილად ზინედინ ზიდანის ფაქტორითაა განპირობებული.

გარიგების ფინანსურ მხარეზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. თუმცა, “მონაკოს” ბიუჯეტი ამ ტრანსფერით სოლიდურად რომ შეივსება, ძნელი მისახვედრი ნამდვილად არაა. დაახლოებით რა ოდენობის თანხებზეა საუბარი, შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ თუნდაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით: მბაპეს სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს იხდიდა “მანჩესტერ იუნაიტედი”, მაგრამ “მონაკომ” 120 მილიონი მოითხოვა და ინგლისელებთან მოლაპარაკება შეჩერდა.

მბაპე “მონაკოს” პირველ გუნდში 2015 წელს გამოჩნდა, მიმდინარე სეზონში კი წამყვან მოთამაშედ იქცა: 39 მატჩი, 24 გოლი - ასეთია ახალგაზრდა ფეხბურთელის მონაგარი ამ სეზონში და მას გუნდის წარმატებულ გამოსვლაში როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, დიდი წვლილი მიუძღვის. კილიანს წელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. ფეხბურთელს "მონაკოსთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:48 | 05.05.2017
bavaria-munchen5 (1844)

მარსიალი 2

01:22 | 06.05.2017
იკა..იუვე..10 (4132)

გეთანხმები, მარსიალმა კონკურენციას ვერ გაუძლო.. ეს რას იზავს ვნახოთ

20:43 | 05.05.2017
gogssi (3755)

მაგარი ტიპია ასე თU გააგრძელა ღIრს 100 მილიონი

17:09 | 05.05.2017
korn (325)

არ ვიცი პერესის გეგმები მარა სიტი და იუნაიტედი ისე გაბერავენ ამის ფასს მოუწევს პერესს კიდევ ერთი სატრანსფერო რეკორდის დამყარება და შეილება მაგის გამო აცალოს ინგლისელებს რეალს ნაღდათ არააქ ისე საქმე რო სატრანფერო რეკორდები ხსნას ასენსიოს და ისკოს ვერ ათამაშებენ და მბაპე?

17:34 | 05.05.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

ასენსიოს, ისკოს და ვასკესს ჭკვიანურად რომ იყენებენ, იმიტომაც აქვთ ორი დიდი ტიტულის მოგების კამფეტივით შანსი.

18:01 | 05.05.2017
korn (325)

კაი რაის ჭკვიანურად იყენებენ სანამ არ დაიმტვრა ბეილი არ მოაცილეს ძირითადს 100 მილიონია რა, როცა ისკოც და ასენსიოც უფრო პროდუქტიულები იყვნენ, ეხლა თუ კიდე მიიყვანეს კიდევ ერთი 100 მილიონზე მეტი ვინ დაჯდება სკამზე სამი ას მილიონიანებიდან მაინტერესებს ეხლა არ თქვათ ყველას მოუწევს თამაშიო გრანადასთან და ალავესთან თუ მოუწევს ეგ არაა დიდი შვება ძირითადი ბირთვი ყოველთვის გამოკვეთილი ყავს ზიზუს

18:04 | 05.05.2017
korn (325)

ას მილიონიანთა კლუბი იქით იყოს და ძაან დიდი სკამი აქ ისედაც რეალს ძალიან მაღალი დონის მოთამაშეებით შევსებული და მაგიტომ ვერ ვხვდები საჭიროება მაგხელა თანხად მბაპეს მიყვანის

13:55 | 05.05.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

აუცილებლად უნდა ვთქვათ, ერთი თვის წინ უკლება წერდა, რეალი ამას ხელიდან არ გაუშვებსო.

14:00 | 05.05.2017
ukleba (17336)

კი კი მართალია. ზიზუს ავტორიტეტის გათვალისწინებით არ მგონია ვინმე მაგარი ფრანგი სადმე წავიდეს. ბოლო ბოლო ზიზუ ეტყვის კაცად გაქცევ სულ რო აღარ იტამაშO ფეხბურთიო და ეგაა პერესი კიდე ჟმოტი არაა. ალბათ წელს აგვისტოშივე ვიხილავ ტეთრი ფორმით ამ ბიჭს. როგორ მოუხდება თეთრი ფორმა იფ იფ იფ

16:31 | 05.05.2017
CR7NOLE (15561)

აგერ ბენზემას ვინახავ და შენ ვერ შეგინახავო

13:48 | 06.05.2017
ZinedineZidaneZizou (2)

ბენზემაზე პერესი აფანატებს

15:12 | 05.05.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

ეგ რონის ადგილას მარცხნივ, რონი ცენტრში. ბენზო კი თანდათან ზაპასში (თანდათან, ჯერ არა...).
აი მორატა კი ისევ წავა ჩემი აზრით. კარგი ფულიც ეღირება.

13:56 | 05.05.2017
CR7NOLE (15561)

კორბეეენ ეს რა ნიკი გააძრეე

15:09 | 05.05.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

რა ვქნა ჯიგარო. ტაქსით ფულს ვეღარ იშოვი, ყველა ტაქსაობს.
თან ჩემი საშუალო განათლება იმათ ორ დიპლომთან რა მოსატანია ? DDDDDDDDD

15:18 | 05.05.2017
BEERTRANCE (97819)

ლილუს წილი რამდენია? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

15:22 | 05.05.2017
KoRBeN DaLLaS (24830)

ლილუს ნატურით ვუხდი, ღამღამობით...
რა იცის უცხოპლანეტელმა, ფული რა არის DDDDDDDDDDD

17:36 | 05.05.2017
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

13:53 | 05.05.2017
Nikala (147)

ესპანურ პრესას არაფერი დაეჯერება, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, მით უმეტეს. სტანდარტული ნაბიჯია საინფორმაციო ომში.

ტეო ერნანდესი ყველაზე კარგი მაგალითია. მადრიდული პრესა წერს, რეალს შეუთანხმდაო, კატალონიური - ბარსას და სანაცვლოდ ალბას უშვებენ იჯარით ატლეტიკოშიო. საბოლოო ჯამში, არსად გადავა და ისევ ატლეტიკოში დაბრუნდება, ვატყობ.

აქაც იგივე სიტუაციაა. ეხლა ხვალ ან ზეგ მირორი ან ექსპერესი დაწერს, მბაპე მანჩესტერს მოელაპარაკაო.

13:55 | 05.05.2017
CR7NOLE (15561)

როცა რეალი და ბარსელონა ეპატიჟება ფეხბურთელს არამგონია ატლეტიკოში გადავიდეს ვინმე, ატლეტიკო კი ზაფხულში მარტივ მამრავლებად დაიშლება ასე მგონია მე )) თან თუ სიმეონე ინტერში გადავიდა კიდევ უფრო დიდი შანსი იქნება ამის

13:53 | 05.05.2017
wakako1988 (232)

არ გაიყიდება წელს, ყველას გაყიდის მაგას და ბერნარდოს დაიტოვებს. მონაკოს კიდე რეალზე ბარსაზე და ატლეტიკოზე დიდი ფული აქვს მფლობელს ვგულისხმობ ტიპმა გასართობად იყიდა და გუნდი იმიტომ რომ სტადიონს უყურებდა მაგის ვერანდა )))))

0.132542