თამაშგარე

13:29 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუშტისმქნევი წყვილის სიყვარულის ამბავი

სხვისი რა გითხრათ და, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა კი ნამდვილად აღიარეს, რომ “ფერი ფერსაო” ზედმიწევნით ზუსტი ტერმინია. განსაკუთრებით ეს მას შემდეგ დამტკიცდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მოჩხუბარი ქალი რონდა როუზი ასევე მუშტისმკვრელ ტრევის ბრაუნზე დაინიშნა.

როგორც ამერიკული მედია გვამცნობს, ტრევისი ცოტა ხნის წინ გაშორდა თავის მოდელ ცოლს, რომელიც ჩიოდა, რომ მუშტისმქმნევი ქმარი ხშირად უბაგუნებდა და მას უბრალოდ აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ატანა. რონდა როუზი კი თავადაც შერეული ორთაბრძოლების ოსტატია და თავს ქმარს ადვილად არ გაალახინებს.

ისე, რა დასამალია და ჭეშმარიტად საინტერესო იქნება ამ წყვილის ტრფიალების ამბები. პატარა ამბავი ხომ არაა, ორი მებრძოლი ერთ ოჯახში, და მათ შორის გაჩენილი კონფლიქტის “მოგვარების” გზების წარმოდგენაც არ იქნება რთული. მოჩხუბარი პატარძლის ხილვა კი ცალკე სიამეა.

0.134175