ფეხბურთი

16:44 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” ლაკაზეტით ინტერესდება

“ლიონის” თავდამსხმელის ალექსანდრე ლაკაზეტის სამსახურით მადრიდის “ატლეტიკო” ინტერესდება – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.

მადრიდელების უმთავრესი პრობლემა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაა, რადგან კევინ გამეირო და ფერნანდო ტორესი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ ახერხებენ. შესაბამისად, “როხიბლანკოს” ხელმძღვანელობის მთავარი საზრუნავი კვალიფიციური ფორვარდის დამატებაა და ასეთად პირველ რიგში ლაკაზეტს მოიაზრებენ, რომლის სანაცვლოდაც მზად არიან 35 მილიონი ევრო გაიღონ.

ლაკაზეტს მიმდინარე სეზონში 41 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი, როცა გამეიროს 43 თამაშში 16 გოლი, ხოლო ტორესს 41 შეხვედრაში 8 ბურთი აქვს შეგდებული.

ცნობისთვის, “ატლეტიკოს” გარდა, 25 წლის ფორვარდის დამატება პსჟ-ს, “ვესტ ჰემს” და “არსენალს” სურთ.

0.113606