ავტოსპორტი

3:22 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ფორს ინდიას“ შეძენა „ბრებჰემს“ სურს

არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა 1-ში მისი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „ბრებჰემი“ დაუბრუნდეს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ავსტრალიურ „ბრებჰემს“, ფ1-ის გუნდ „ფორს ინდიას“ გამოსყიდვა სურს. დიდი პრიზების მსოფლიო ჩემპიონატში გამოსვლა კი მისთვის საგზაო სუპერ ავტომობილების წარმოებისთვის, სარეკლამო რესურსი უნდა გახდეს.

„ბრებჰემი“ ისეთივე ბიზნესის დაწყებას გეგმავს, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინათ „მაკლარენი“ შეუდგა. მისი მთავარი მიზანი სუპერ ავტომობილების წარმოებაა. რაც შეეხება „ფორს ინდიას“, ის ფ1-ში საკმაოდ წარმატებული გუნდია, თუმცა კოლაპსის რეალური საფრთხის წინაშე იმყოფება. საქმე ისაა, რომ მის დამაარსებელ ვიჯეი მალიას, ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით, ინდოეთში სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. ეს კი გარდაუვალი გახდება, თუ ბრიტანეთი მის ექსტრადიციას გადაწყვეტს.

მალიას გარდა, პრობლემები აქვს „ფორს ინდიას“ კიდევ ერთ თანამფლობელ სუბრატა როის, ვინც 2014 წლიდან ციხეში იმყოფება. ორივე სარბოლო საჯინიბოში 200 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტს ითხოვს, რაც საკმაოდ მაღალი ფასია.

ფ1-ის სამგზის ჩემპიონის, ავსტრალიელი სერ ჯეკ ბრებჰემის შვილი დევიდ ბრებჰემი, სახელ „ბრებჰემის“ მფლობელია და ის უკვე სამი წელია, თანხას აგროვებს იმისათვის, რომ „ბრებჰემი“ ფ1-ში დააბრუნოს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მიზანთან ახლოსაა.

0.092077