ფეხბურთი

10:10 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია - აპრილში საუკეთესო

აპრილის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად არნემის „ვიტესისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია დასახელდა. ასე გადაწყვიტა WORLDSPORT.GE-ს მკითხველმა. გამოკითხვა, “თქვენ ირჩევთ” კაშიამ მოიგო.

საბოლოო ჯამში აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა 582 ადამიანმა მიიღო და ხმების უმრავლესობა 29 წლის ფეხბურთელს ერგო – 48.8%. გურამმა კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა და ეს ბუნებრივია, ხმების თითქმის ნახევარი სწორედ მას ხვდა წილად.

მეორე ადგილზე თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გავიდა, რომელმაც ხმების მხოლოდ 14.4% მიიღო. მესამე პოზიცია 11.9%-ით მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველ სოლომონ კვირკველიას ერგო.

დანარჩენი პოზიციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ხოჭოლავა - 7.9%

ირაკლი სიხარულიძე - 4.5%

გიორგი ბერიძე - 4.1%

მამია გავაშელიშვილი - 3.1%

საბა ლობჟანიძე - 2.7%

ბაჩანა არაბული - 2.6%

შეგახსენებთ წინა თვეების გამარჯვებულებსაც: სექტემბერი – ჯანო ანანიძე, ოქტომბერი – ვაკო გვილია, ნოემბერი, თორნიკე ოქრიაშვილი, დეკემბერი – ლევან მჭედლიძე, იანვარი - ლევან მჭედლიძე, თებერვალი - გიორგი მაკარიძე, მარტი - ჯანო ანანიძე.

ახლა კი, აპრილის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა:

გასულ თვეში არნემის „ვიტესის“ კაპიტანმა 6 თამაში ჩაატარა. განსაკუთრებულად თავი არ გამოუჩენია, მაგრამ თვის ბოლო დღეს, გურამმა ჰოლანდიის თასი აღმართა - ეს, „ვიტესის“ ისტორიაში პირველი ტიტული გახლდათ. შესაბამისად, ჩვენი გამოკითხვის შედეგი დიდწილად, სწორედ ჰოლანდიის თასის ფინალში ისტორიულმა გამარჯვებამ განაპირობა.

“თქვენ ირჩევთ” ტრადიციულად მაისის დასრულების შემდეგ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და მკითხველი ამჯერად უკვე, შესაბამისი თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ისევ გამოავლენს.

0.116402