თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ტიტულების მდიდრულ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი მიამატა. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ევროპის უძლიერესი მოჭიდავის ტიტული ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ მოიპოვა.
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპირველობაზე, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 26 წლის ქართველი საქმეში მეორე წრიდან ჩაება, მოლდოველ ანდრეი პერპელიტასთან დაჭიდებით და მეტოქეს 4:1 სძლია. მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვთან პირველი პერიოდი მინიმალური ანგარიშით დათმო. მეორე სამწუთეულის დაწყებიდან ერთ წუთში ისევ ერთი ქულით ჩამორჩებოდა (2:3). შემდეგ კი ისე შეუტია, მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება აღარ მისცა და ანგარიში სათავისოდ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეატრიალა (9:5).
ნახევარფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს საკმაოდ ადვილად აჯობა (8:2). საჩემპიონო ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ახმედ ჩაკაევთან წაგებული შეხვედრა მოიგო - მეორე პერიოდში, საფინალო გონგამდე წუთნახევრით ადრე ჩაკაევი შვიდქულიანი უპირატესობით იგებდა (7:0) და თითქოს ოქროს მედლის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ლადომ დაახლოებით ერთ წუთში 10 ქულა აიღო. შესაბამისად, ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომ ბრძოლის მიწურულს მოწინააღმდეგეს 2 ქულა ტაქტიკურად დაუთმო და 10:9 დაამარცხა.
დღესვე, საქართველოს სახელით ევროარენაზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძეც გავიდა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. ჩემპიონატი რუმინალ ვასილე მადალინ მინზალასთან შეხვედრით გახსნა და 5:1 იმარჯვა. მერვედფინალში ბულგარელ სვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვს გაცილებით ადვილად აჯობა - 15:4.
მეოთხედფინალში კენჭაძე სომეხ გრიგორ გრიგორიანს დაუპირისპირდა და ბოლო წამზე გაშვებული ორქულიანი ილეთით 4:5 დამარცხდა. თავიდან მსაჯებმა ჩათვალეს, რომ გრიგორიანი დროში ვერ ჩაეტია, მაგრამ სომეხმა მწვრთნელებმა გააპროტესტეს და... მსაჯთა მაგიდამ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ გამარჯვებულად გრიგორიანი გამოაცხადა. ქართველების პროტესტს კი აღარავინ მოუსმინა.
შენელებული კადრიდანაც კი ძნელია, მტკიცებით ფორმაში თქვა, იყო თუ არა გადამწყვეტი ორქულიანი ჩასათვლელი. ამიტომ სჯობს ყურადღება სულ სხვა დეტალზე გავამახვილოთ. შეხვედრის ბოლო წუთზე ავთანდილ კენჭაძეს ანგარიში 4:2 მიჰყავდა და თითქოს არათუ წარმატების შენარჩუნება, უპირატესობის გაზრდაც არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ შეტევას მოპოვებული ჰანდიკაპის შენარჩუნება ამჯობინა და ამ სტრატეგიამ აშკარად არ გაამართლა. საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე ხალიჩის გარეთ გასვლისთვის ქულა დაკარგა. ბოლო წამის ამბავზე კი უკვე წაიკითხავდით.
ისღა დაგვრჩენოდა, გრიგორ გრიგორიანის ქომაგები გავმხდარიყავით და მის ფინალში გასვლას დავლოდებოდით, რაც კენჭაძეს ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალ გზას გაუხსნიდა, მაგრამ სომეხი ნახევარფინალში თურქ შონერ დემიტრაშთან დამარცხდა.
ხვალ, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალ ჭიდაობაში დარჩენილ ორ წონაში: 70 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ევროკონკურენციაში დავით ტლაშაძე (70 კგ) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჩაებმებიან.
ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ნოვი სადი. სერბეთი
4 მაისი
თავისუფალი
61 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2 ახმედ ჩაკაევი (რუსეთი)
3 ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა)
3 ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი)
74 კგ
1 სონერ დემიტრაში (თურქეთი)
2 მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)
3 ახმედ გაჯიმაგომედოვი (რუსეთი)
3 გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი)
ქალები
55 კგ
1 ბილიანა ჟივკოვა დუდოვა (ბულგარეთი)
2 კატერინა ჰანჩარ იანუშკევიჩი (ბელარუსი)
3 მატილდე ჰელენ რივიერი (საფრანგეთი)
3 ალიონა კოლესნიკი (აზერბაიჯანი)
75 კგ
1 იასემინ ადარი (თურქეთი)
2 ჟანეტ ნემეტი (უნგრეთი)
3 ეპ მაე (ესტონეთი)
3 სვეტლანა საენკო (მოლდოვა)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Ise es hashimoto dzalian Momwons, onos da nakaias uwevs konkurencias, tan saertod augelveblad igebs, Mteli shexvedra kunzivit Dgas da uceb shtormivit daezgereba yvelas da axetkebs zirs, ase moigo msoflio, ase iko axlac. Arada maxsovs ertxel tatalam daamarcxa.
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ALEbt8eOpoU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=ALEbt8eOpoU':'https://www.youtube.com/watch?v=ALEbt8eOpoU'))
ხვალ ვინ იასპარაზებს ჩვენებიდან?
რეხვიაშილი, ღვინიაშვილი, ლიპარტელიანი, თუშიშვილი
გაიხარე Mადლობა დიდი
რამხელა კონკურენციაა იაპონიის ნაკრებში , სად ჰაშიმოტო და სად ონო , მაგრამ ორივე მშოფლიო ჩემპიონები არიან ( ონო ოლიმპიური ჩემპიონი )
კუნტრუშით რო გამოდისხოლმე ჰაშიმოტო მაგაზე მეცინება
კი მეწყინა მაგრამ ,მაინც კმაყოფილი ვარ მაგარი მომატებული აქვს ლაშას.მარგველაც მაგარია ცოტა ტვინი უნდა დააყოლოს და პირველი იქნება
აფსუს, არადა აშკარად ჯობნიდა
მართალია არ გამოიყურებოდა ლაშა ცუდად მაგრამ ჯობნიდაო ვერ ვიტყვი, ისე მიდიოდა ყველაფერი როგორც ჰაშიმოტოს უნდოდა, რამხელა უპირატესობით გახდა რეიტინგ ლუდერი
მალე მოუგებს მაგას
უკვე აღარ მინდა ყურება რაააა...იაპონია იაპონია და ისევ იაპონია...რა გვჭიიიირრრრრსსსსსს
მდაააა... საწყენია.....
ეხ ლაშა მაინც კარგი ბიჭი ხარ
ვოოოიიიიი...ნერვებიიი
აბა ლაშა მიდი
ვაააა სოკარიჩმა მოუგოოოოო
მინდოდა დამეწერა მონღოლმა აზერების არც ბიჭი დაინდო და არც გოგო თქო, მაგრამ გოგომ ივარგა
აბაააა
ასე ცოტააა..ამხელაზღვარია? სად 56 ათასი დასად 2 ათასი
იმ მონღოლ გოგოს ჩემპიონობისთვის მხოლიდ 6-ს მისცემენ, 50-ს კი წლის რეიტინგის სათავეში ყოფნიათ დასრულებისთვის
ვაჟას რამდენი ერგო?
მგონი 2000
არამგონია ამხელა სხვაობა იყოს მართლა....
56 ათასი დოლარით წავა მონღოლი გოგონა სამშობლოში და კი იყიდის 1000 ცხვარს, თხას და ცხენს, თავისი მწყემსებიანად.
მადლობა.სილკი Aქ არ იჭერს
stripslashes((strlen('http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=1')>0?'http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=1':'http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=1'))
ძმურად ლინკი დადეთ
სილქზე....
stripslashes((strlen('http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=1')>0?'http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=1':'http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=1'))
სად ვუყურო ბიჭებო?
სოკარიჩი ვეერაა რაცხა ფორმაში
ისე განბაატარი მეორე სოკარიჩსაც მოუგებს ჩემი აზრით
ახლა იაპონური შპალიერი გვინდა ტატამზე...ლაშა შენ უნდა იკისრო მაი ამბავი დაგააკრა იაპოშკა

საღოლ ვაჟა...გილოცავთ ყველას...რათქმაუნდა გულდასაწყვეტია რო ოქროზე ატ მოუწია ჭიდაობა თავისივე შეცდომის გამო....მარა არაუშავს ვაჟა სტაბილურად უმატებს...
აუ რა ამოაფრიალააააა
ვაჟას ბრინჯაო სუსტი დამამშვიდებელია
გილოცავ მარგველ....მარა ოქრო რატო დაკარგე რატოოოო
გენაცვალეეეე რუსეთში ორ რუსსს მოუგო ადვილი არააააააა
აბაა
აბა მარგველ შენი ჯერი ა
აბა თქვენი აზრი ამ გდებაზე მითხარით ხალხო უფრო თეთრს ეკუთვნოდა
ბრუნი გააკეთა ლურჯმა
მარა მომეჩვენა თითქოს თვითონ დაეცა
ჩემი აზრით მარგველა პულიაევი უფრო ფინალია
როგორც ტელევიზორში თქვეს 2016 წლის მასტერსზე უმედლოდ დავრჩენილვართ... სიმართლე კია მაგრამ გადავამოწმე და თურმე საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა
რომელ არხზეა??
სილკ უნივერსალი
კარგები ხართ მაინც ბიჭებო
რამდენ ხანში გამოდიან ბიჭები?
დაახლოებით ნახევარ საათში გამოვა მარგველა
კომენტატორები დაბოლილი სხედან, 60 კგ-ში არ გვეყო რეიტინგიო...თითქოს პაპინაშვილი კი არა მე ვიყო ხუთეულში
ახლა კი ახსენეს პაპინს მაგრამ ზოგადად რეიტინგი მარგიანს და ოქრუაშვილსაც რომ ჰყოფნიდათ არც უხსენებინათ
აბა ლაშა რევანშის დროა....კიდევ ერთხელ დაგვაწერინეთ ფრაზები....
ქართველმა ძიუდოისტმა მსაჯებს და მოწინააღმდეგე იაპონელს ერთად დაახურა ფათახი თავზე.....
ლაშა იაპონკა უნდა ძუYნო
37 წამი მაინც გაეძლო ამ ჰეიდრივს გოლდენ სკორში მაინც გადავიდოა და ცოტას დაღლიდა ჰაშიმოტოს მაგრამ ამ ჩემისამ ღორჯოსავით დააღო პირი
მსოფლიოს მოკმედი ჩემპიონი ჰაშიმოტო წელს მსოფლიოზე ბუდაპეშტში ლაშა მაგრად დაუდგა და 47 წამით ადრე ლაშა გააფრთხილეს მსაჯებმა მაგრად დაჩაგრეს მეოთხედფინალი იყო თუ არ ვცდები თან მეორე გაფრთხილებაც ტრუხაზე მისცეს ლაშას რადენჯერმე იყო ჰაშიმოტო გასაფრთხილებელი და დაინდეს დრესაც გული მიგრძნობს რომ ლაშას ისევ დაჩაგრავენ
ეეეე ჰაშიმოტო დაგვეჯახა დაიღალა ბოლოსკენ მაგრად ჰეიდაროვი და ვეგარ გაძლო