კალათბურთი

21:26 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოური ტრავმირებულია

"ტორონტოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კაილ ლოურიმ "კლივლენდთან" წაგებულ შეხვედრაში (103:125) ტრავმა მიიღო. უკანახაზელმა ფეხი მესამე პერიოდში დაიზიანა, მოედანი მაშინვე არ დატოვა, მაგრამ რამდენიმე წუთში პარკეტის დატოვება მაინც მოუწია. ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე არ არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სერიას "ტორონტო" 0:2-ს აგებს და თუ ლოურის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდება, კანადელთა ისედაც მიზერული შანსი კიდევ უფრო შემცირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111384