ფეხბურთი

16:28 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: პირველი წრის საუკეთესოები

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეიდან მეორე წრე იწყება, მანამდე კი ეროვნული ლიგის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პირველი წრის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დასახელდა.

პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის “ლოკომოტივის” ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე აღიარეს, რომელმაც პირველი წრის 9 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა შორისაც ლიდერობს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად - თბილისის “დინამოს” თავკაცი კახა კაჭარავა. კაჭარავას გაწვრთნილმა დინამოელებმა პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარეს და 9 ტურში მოპოვებული 21 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება სიმბოლურ ნაკრებს, მასში ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი ლიდერ “დინამოს” ჰყავს, სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი “ლოკომოტივი”, თითო მოთამაშე კი ქუთაისის “ტორპედოდან”, საჩხერის “ჩიხურადან”, “საბურთალოდან” და გორის “დილადანაა”:

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118163