ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის შეხვედრაში “კლივლენდმა” შინ “ტორონტო” 125:103 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ლებრონ ჯეიმსმა მეტოქეს 39 ქულა ჩაუგდო და პლეი-ოფში ჩაგდებული ქულებით ლეგენდარულ ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო.
“მეფეს” 5777 ქულა დაუგროვდა, ხოლო ქარიმს 5762 ქულა აქვს. ჯეიმსი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში ყველაზე მეტი 5987 ქულა მაიკლ ჯორდანს აქვს ჩაგდებული.
ლებრონს და ჯორდანს შორის სხვაობა 210 ქულაა და დიდი ალბათობით “მეფე” ჯორდანს ამ სეზონშივე გადაასწრებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია