ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი დავიდ ვილია კარიერას ისევ ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს. ამის შესახებ “ნიუ-იორკ სიტის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 35 წლის თავდამსხმელმა გუნდთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
“აქ ბედნიერი ვარ – კარგ ფორმაში ვიმყოფები და ისევ შემიძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა. კონტრაქტი ამიტომაც გავახანგრძლივე”, - აღნიშნა ვილიამ.
დავიდ ვილია “ნიუ-იორკ სიტიში” 2015 წელს “მელბურნ სიტიდან” გადავიდა. დღემდე ამერიკული გუნდის რიგებში 72 მატჩი ჩაატარა და 46 გოლის გატანა შეძლო.