ჭიდაობა

16:05 | 3.05.2017 | ნანახია 3780 - ჯერ

იაკობიშვილი და ოდიკაძე ბრინჯაოს მიუახლოვდნენ

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები 65 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების სახელით ევროკონკურენციაში ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაებნენ, ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულეს და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ.

ბრინჯაოს მედლისთვის იაკობიშვილი აზერბაიჯანის ნაკრების წევრ გიტინომაგომედ გაჯიევს დაუპირისპირდება. ოდიკაძის მეტოქე კი გადამწყვეტ ბრძოლაში მაკედონიის სახელით მოჭიდავე მაგომედგაჯი ნუროვი იქნება.

65 კილოგრამის ფინალში იაკობიშვილის მძლეველი – რუსეთის ნაკრების წევრი ილიას ბეკბულატოვი ბულგარელ ბორისლავ სტეფანოვ ნოვაჩკოვს დაეჭიდება. 97 კილოგრამში კი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რუსი ანზორ ბოლტუკაევი და ოდიკაძის მომგები თურქი რიზა ილდირიმი იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:59 | 03.05.2017
maxo_65 (5844)

მაინც ვფიქრობ, ოდიკაძეს შეეძლო მოეგო ამ თურქისთვის

22:57 | 03.05.2017
b.g (1174)

რა კაცი დავკარგეთ!!!

23:01 | 03.05.2017
b.g (1174)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/gvenetadze.tamus/videos/1540324389335191/')>0?'https://www.facebook.com/gvenetadze.tamus/videos/1540324389335191/':'https://www.facebook.com/gvenetadze.tamus/videos/1540324389335191/'))

23:04 | 03.05.2017
beso68 (2902)

დაბრუნდება

11:16 | 04.05.2017
tiko (6769)

იმედია და მჯერა

22:48 | 03.05.2017
beso68 (2902)

დღეს რა დაეტაკა სტრიმს, მაგრად ჭედავს

22:39 | 03.05.2017
maxo_65 (5844)

ოდიკაძე ამ ჩეჩენის მომრევი არ ცანს, მაგრამ თურქთან არ მეგონა თუ წააგებდა

22:51 | 03.05.2017
dinamo222 (8587)

ზუსტად ეგ თურქი უგებს ეხლა მაგ ჩეჩენს და რო ნახა რომ ვერაფერს უშვრება ფეხის ტკივილი მოიგონა DD

22:56 | 03.05.2017
maxo_65 (5844)

არა მართლა ტკივა ეტყობა, მგელია ეს ბოლტუკაევი, ძლიერია ძალიან

22:36 | 03.05.2017
beso68 (2902)

გუშინდელთან შედარებით უკეთესი დღე გვაქვს, 2 ბრინჯაო, იმედია ხვალ უფრო უკეთესი გვექნება, მით უმეტეს რომ ხვალ ლადო და კენჭაძე გამოდიან

22:34 | 03.05.2017
dinamo222 (8587)

ათრია ოფიკაძემ მაკედონელი ! ნახევარფინალში რა დაემართა საერთოდ რომ ვერ თუ არ იჭიდავა

22:34 | 03.05.2017
beso68 (2902)

ესეც მეორე ბრინჯაო

22:32 | 03.05.2017
beso68 (2902)

მართალია რუსთან უშანსოდ წააგო(ძან ძლიერია რუსი), მაგრამ დანარჩენებთან თვითონ იყო მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით თურქი კაიასთან იყო გამორჩეული 11-0.

22:31 | 03.05.2017
b.g (1174)

ისე ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის 2 ჩემპიონი დიდი წარმატება იქნება....ნუ მეტი კი არ გვაწყენდა მაგრამ....ქართული ჭიდაობა ხომ არაა..

22:38 | 03.05.2017
maxo_65 (5844)

ჩვენ მაქსიმალისტები ვართ, ყველა მედალი გვინდა სპორტის ნებისმიერი სახეობიდან, არადა მეტი რა ქნას ამ პატარა ქვეყანამ, რუკაზეც არ ვჩანვართ

22:37 | 03.05.2017
dinamo222 (8587)

პატარა არ ვართ "რუსების" მერე ყველაზე დიდი ტრადიციები და ისტორია გვაქვს

22:46 | 03.05.2017
b.g (1174)

თურქებსაც,თუ ირანელებს

22:48 | 03.05.2017
dinamo222 (8587)

მაგათზე მეტი ოლიმპიური მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს !

22:29 | 03.05.2017
maxo_65 (5844)

გაჭედა ჩემთან, 4-0 იყო

22:27 | 03.05.2017
I.Arqania (558)

კენჭაძეზე როგორც გავიგე პატარ-პატარა ტრამვები აწუხებს და არამგონია ჩემპიონი გახდეს ხვალ 3-ეული გადასარევი იქნება

22:21 | 03.05.2017
beso68 (2902)

ძლიერია ბეკბულატოვი, 4 შეხვედრა ჩაატარა და ქულა არ დაუკარგავს, 4-0, 10-0, 10-0 და 10-0 დაამთავრა შეხვედრები

22:24 | 03.05.2017
b.g (1174)

ეეეხ ჩვენებს რა სჭირთ აბა..........ხინჩეგა და გენოა მარტო ვისგანაც ველოდებით ჩემპიონობას

22:26 | 03.05.2017
beso68 (2902)

კენჭაძეც კარგი მოჭიდავეა, იმისგანაც ველოდები მედალს, ეხლახან 23-ბში ჩემპიონი გახდა

22:23 | 03.05.2017
beso68 (2902)

უკაცრავად 4-0 კი არა 12-0 დაამთავრა პირველი შეხვედრა

22:20 | 03.05.2017
I.Arqania (558)

კარგია იაკობას უფრო მეტიც შეუძლია ვერ ხედავთ რა გამძლეობა აქ , ფიზიკურად კარგად არის მომზადებული უფრო მეტი შეუძლია

22:20 | 03.05.2017
b.g (1174)

ვერ ვერკვევი ჭიდაობაში და წარმატებაა იაკობაშვილისთვის თუ არა?

22:21 | 03.05.2017
maxo_65 (5844)

კი წარმატებაა, რუსი- დაღესტნელი უფრო ძლიერია ამ ეტაპზე

22:19 | 03.05.2017
maxo_65 (5844)

მაგარი ყოფილა ბეკბულატოვი, დაღეჭა 2 წუთში ბულგარელი

22:15 | 03.05.2017
maxo_65 (5844)

მოიგო, არის ბრინჯაო

22:14 | 03.05.2017
b.g (1174)

ბრინჯაო..............ოდიკაძე?

22:16 | 03.05.2017
beso68 (2902)

ჯერ არ გამოსულა, ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ისიც

22:14 | 03.05.2017
beso68 (2902)

მოიგო 9-4

22:05 | 03.05.2017
b.g (1174)

რა ვქენით მივუახლოვდით თუ გავცდით ბრინჯაოს????

22:10 | 03.05.2017
beso68 (2902)

პიველ პერიოდს 3-0 იგებს იაკობიშვილი

21:30 | 03.05.2017
neeskensi (2433)

stripslashes((strlen('https://unitedworldwrestling.org/ru/node/3057')>0?'https://unitedworldwrestling.org/ru/node/3057':'https://unitedworldwrestling.org/ru/node/3057'))

21:11 | 03.05.2017
tiko (6769)

ლინკი დადეთ რა

21:10 | 03.05.2017
tiko (6769)

ისევ გენო და ხინჩიგა თორე .....................

18:29 | 03.05.2017
federer (17) (15576)

ხინჩაგამ და გენომ უნდა ივაჟკაცოს

18:31 | 03.05.2017
federer (17) (15576)

ლადო თუ ფორმაშია მაგის მომგები პლანეტაზე არავინაა არც 57-ში და არც 61 -ში და გენოს ძალიან ძლიერი ოპონენტი ყავს და უნდა ივაჟკაცოს გენომ

18:23 | 03.05.2017
I.Arqania (558)

იმედია ბრინჯაოს მაინც აიღებენ,მაგრამ დღეს მინიმუმ ერთი ფინალის იმედი მქონდა,განსაკუთრებით ოდიკაძისგან ველოდი,ამოვიდა ყელში სულ საპრიზოზეა,მაგრამ არაუშავს მთავარი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატია

16:15 | 03.05.2017
BEERTRANCE (97819)

იმედია ბრინჯაოებს მაინც აიღებენ.

0.119134