თამაშგარე

14:18 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ულამაზესი “ბურთები” “მარაკანაზე”

ბრაზილიაში ფესვჩაყრილი კონკურსის შესახებ, რომელსაც ”მის ბუმ ბუმ” ეწოდება, ალბათ უკვე ყველამ კარგად უწყით. ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ამ დიადი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია, დიდის სიამით გეტყვით, რომ ესაა კონკურსი ყველაზე დიდ და ლამაზ უკანალიან ასულთა გამოსავლენად და ამ კონკურსის მიმდინარეობისას არაფერი სჯობს გავაგანიერ ქალთა ცქერას ანფასში თუ პროფილში.

ეს კონკურსი უკვე გასცდა ბრაზილიის საზღვრებს და ამჟამად ანალოგიური ღონისძიებები მექსიკასა და კოლუმბიაშიც იმართება. სულ ცოტა ხნის წინ, “მის ბუმ ბუმის” კონკურსისათვის მორიგი შერჩევა-კასტინგი გამოცხადდა და ახლა მთელი ლათინური ამერიკა უკანალების ზომვაში და აწონვაშია.

კონკურსის დასკვნითი ტური ლეგენდარულ “მარაკანას” სტადიონზე გაიმართება და ბრაზილიური ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგები იმ ალაგას, სადაც თავის დროზე ბურთს პელე და გარინჩა აგორებდნენ, მრავალ საინტერესო და თვალსაამო “ბურთებს” იხილავენ და კაცი ვერ იტყვის რომელი ბურთია უკეთესი...

0.142167