ფეხბურთი

12:55 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასობრივი ჩხუბი რუსეთის თასის ფინალში (+VIDEO)

რუსეთის თასის ფინალური მატჩი მოსკოვის "ლოკომიტივსა" და ეკატერინბურგის "ურალს" შორის მასობრივი ჩხუბით და მოედნიდან ოთხი ფეხბურთელის გაძევებით დასრულდა. შეხვედრის ბოლო წუთებზე დაპირისპირება არტიომ ფიდლერსა და მანუელ ფერნანდეშს შორის დაიწყო, რაშიც ჯერ არი ჩაერია აქტიურად, მერე კი ამ ყველაფერმა მასობრივი სახე მიიღო.

"ლოკომოტივისა" და "ურალის" ქართველ მცველებს, სოლომონ კვირკველიასა და ჯიმი ტაბიძეს, რომელებმაც სრულად ითამაშეს, ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ და ორივენი თანაგუნდელთა დამშვიდებას ცდილობდნენ.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩხუბი გულშემატკივრებს შორისაც მოხდა, როგორც ტრიბუნებზე, ასევე თამაშის დასრულების შემდეგ ქუჩაში და სამართალდამცავემა 30 ქომაგი დააკავეს.

მომხდარზე კომენტარები გაკეთდა თამაშის შემდეგ და აქ უკვე განსაკუთრებული აგრესიულობით "ურალის" ფორვარდი რომან პავლიუჩენკო გამოირჩა, რომელმაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ლოკომოტიველი არი და ქვეყნიდან ბრაზილიელის გაძევებაც კი მოითხოვა, რის გამოც ახლა რუსეთის საფეხბურთო კავშირისგან სასჯელი ელის, ისევე როგორც ჩხუბში მონაწილე ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ თამაში "ლოკომოტივის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა და კვირკველია და მისი თანაგუნდელები რუსეთის თასს დაეუფლნენ.

0.128648