სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:48 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “ნახევარი გული ტურინში დავტოვე”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში “ატლეტიკოს” დამარცხების (3:0)შემდეგ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ ჯერ კიდევ არაფერია დასრულებული.

“ჩვენ მოხარულები ვართ შედეგით, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებილა. რონალდუ უნიკალურია. მნიშვნელოვან მომენტში ის ყოველთვის მზადაა გაიტანოს და ამის გაკეთება მას არ უჭირს. სურს, რომ ყოველთვის მეტი მოიგოს. ჩვენი გამარჯვება მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა. “მონაკო” - “იუვენტუსი”? თქვენ იცით... ჩემი ნახევარი გული ტურინში დარჩა”, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “ატლეტიკო” კრიშტიანუ რონალდუს მიერ შესრულებული ჰეთ-თრიქით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118054