მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ “სამეფო კლუბის” მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 400-მდე გაზარდა და მადრიდელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა კიდევ უფრო გაიმყარა.
ამასთან, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში “ატლეტიკოს” კარში გატანილი სამი გოლის შემდეგ, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი ოფის ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. პორტუგალიელმა მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში “ბაიერნსაც” სამი გოლი გაუტანა. საერთო ჯამში, “რეალის” შემტევს ჩემპიონთა ლიგაში უკვე შვიდჯერ აქვს შესრულებული ჰეთ-თრიქი და ამ მაჩვენებლით ის “ბარსელონას” მეგოლეს ლიონელ მესის გაუთანაბრდა.
გარდა ამისა, კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კიდევ ერთი მიღწევით შევიდა, მას ამ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე უკვე 12 გოლი დაუგროვდა, რითაც “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელის ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი (11 გოლი) გააუმჯობესა.
“რეალმა” გუშინ, კრიშტიანუს სამი გოლით, თანაქალაქელი “ატლეტიკო” “სანტიაგო ბერნებეუზე” 3:0 დაამარცხა (VIDEO) და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახლა ნაკრებში ისეთი სიტუაციაა კონკურენციის თვალსაზრისით, რომ რომელიმე ძიუდოისტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა რომ მოინდომოს შეიძლება არც არაფერი დააკლდეს ნაკრებს... როგორც ფეხბურთში ბრაზილიაა მოდებული მთელს მსოფლიოს, ისე უნდა მოვედოთ ძიუდოში
წლევანდელი გეგმა ჰაი-ჰაი რომ შესრულებულიც არის და გადასრულებულიც )) ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა !!!
ისე, მგონი ძალიან გადაახალისეს ჩვენი შემადგენლობა და ბექაურის გარდა კიდევ ბევრი არ იჭიდავეს. გოგოები საერთოდ არ მიდიანო, სადღაც წავიკითხე.
ეთოს გარდა გოგოები გინდა ტატამზე გასულან გინდა კუხნაში
ისე კუხნაში ერთ-ორ ჭიქას მაინც წააქცევნენ ტატამზე რაუნდა აკეთონ
დღეს ხომ იცი რა სიტუაციაა საქართველოში ან ყველა მღერის ან ყველა ჭიდაობს,ღმერთის წყალობით ბევრი გვყავს კარგი ახალგაზრდა